17:34 | 2020-03-04 ავტორი: Prime Time

აღმოჩენილია საოცარი მსგავსება – რა დაადგინა ლუგარის ლაბორატორიაში ვაზის ჯიშებზე ჩატარებულმა კვლევამ

თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში, სხვადასხვა საშიში ინფექციებისა და პათოგენების კვლევის გარდა, კეთდება გენეტიკური ტესტები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურაზე.

 

მოლეკულური ეპიდემიოლოგია/გენომი (გენეტიკური ლაბორატორია)

 

მაგალითად, აქ აიღეს ვაზის ქართული თანამედროვე ჯიშები, გაშიფრეს გენის ერთობლიობა, მონაცემებიშეადარეს ველური ვაზის ჯიშების მონაცემთა ბაზაში არსებულ უძველეს ფორმებს და აღმოჩნდა საოცარიმსგავსება. ლუგარის ცენტრში ჩატარებულმა ამ კვლევამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ვერსია, რომ საქართველო ვაზის სამშობლოა.

 

ასევე აღმოაჩინეს, რომ უნიკალურია ქართული ხორბლის ჯიშიც. გაირკვა, რომ ასეთი გენეტიკური აგებულება ხორბლის არც ერთ სხვა სახეობას არ აქვს, აქედან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ხორბლის კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერა მსოფლიოში შესაძლოა საქართველო იყოს.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები