14:19 | 2020-07-29 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„აღიარონ, რომ გამოძიება მოიკოჭლებდა და ვიღაც დაისაჯოს!“ – გია ხუხაშვილის რჩევა ხელისუფლებას

„აღიარონ, რომ გამოძიება მოიკოჭლებდა და ვიღაც დაისაჯოს!“ – გია ხუხაშვილის რჩევა ხელისუფლებას

ექსპერტი გია ხუხაშვილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ჯერ კიდევ ბურუსით მოცულ გარემოებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

„არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შაქარაშვილის საქმის დაფარვის ინტერესი აქვს. უფრო პირიქით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სისტემის ფსკერზე ვიღაცამ რაღაც „მოისაქმა“ და ახლა უკვე ჭირს გასუფთავება ისე, რომ სისტემა სრულად არ აქოთდეს.

 

ცემის შემდეგ ჩაახრჩვეს მდინარეში, ყველაფერი ვიცი - შაქარაშვილის ბიძა
2020-07-29ცემის შემდეგ ჩაახრჩვეს მდინარეში, ყველაფერი ვიცი - შაქარაშვილის ბიძა

 

მიმდინარე გეგმა, რომ ხელი შეახოცონ ოპოზიციურ მედიას და ამით „მოაყომარონ“ ყველაფერი, არ იმუშავებს.

 

რჩევა ხელისუფლებას:

 

აღიარონ, რომ პირველ ეტაპზე გამოძიება მოიკოჭლებდა და გამოძიებიდან და ექსპერტიზიდან ვიღაცა დაისაჯოს. გულგრილობისთვის, თუ ბოროტად გამოყენებისთვის, ეს უნდა დადგინდეს.
პოლიტიკურად ეს სწორი გზაა, თუ უკვე საბოლიოდ არ არიან სისტემის მძევლად ქცეულები“.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

 

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.

 

თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი – ძალადობის მუხლი დაემატა.

 

უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები