fbpx
18:42 | 2020-12-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აღიარებითი ჩვენება გიორგი შაქარაშვილის საქმეში – ამის გამო შესაძლოა საპროცესო შეთანხმებები გაფორმდეს

აღიარებითი ჩვენება გიორგი შაქარაშვილის საქმეში – ამის გამო შესაძლოა საპროცესო შეთანხმებები გაფორმდეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირთან სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. ვრცელდება განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და ასევე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება, სადაც ის თანხმობას აცხადებს, რომ საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.

 

ამ აღიარების სანაცვლოდ, ჩხუბში მონაწილეობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულ სამივე პირს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეეძლებათ.

 

„მე, ვახტანგ ჩიქოვანი, ვადასტურებ რომ საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია და არც არასოდეს მქონია. ვინაიდან ჩემთვის უცნობია ვინ მომაყენა სხეულის დაზიანება.

 

შესაბამისად, მე ვახტან ჩიქოვანი ვარ თანახმა ბრალდებულებს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგეშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათით“, – წერს ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენებაში.

 

 

წყარო: „რუსთავი2“

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X