01:08 | 2020-05-23 ავტორი: Prime Time

აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა ივლისამდე – ამირან გამყრელიძის პასუხი

აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა ივლისამდე – ამირან გამყრელიძის პასუხი

ამირან გამყრელიძემ „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საკითხი განიხილება.

 

მისივე თქმით, ამ შეზღუდვის დაწესებაბ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მართვაში.

 

„საქართველოში თუ რამეს მივაღწიეთ, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც გამოყენებული იყო დროულად და სწორად, ეს მობილობის დაგდებაა.

 

მესმის, რომ რთულია, მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ პინაზე ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, ჯობია, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს.

 

მე არამგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

წამყვანის კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა უტრანსპორტობა ივლისამდე, გამყრელიძემ უპასუხა, რომ თუ საქართველოში ასეთი ეპიდსიტუაცია გაგრძელდება, ეს საკითხი უფრო ადრე გადაწყდება.

 

ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანის - ამირან გამყრელიძე
2020-05-23ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანის - ამირან გამყრელიძე
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X