fbpx
13:57 | 2021-01-11 ავტორი: ზურა დვალაშვილი

აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი თებერვლამდე – თურნავას განმარტება

აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი თებერვლამდე – თურნავას განმარტება

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში მესამე ტალღის საშიშროება არსებობს, პირველ თებერვლამდე ჩვენ ვტოვებთ დღევანდელ რეჟიმს, რაც ყველა აქამდე შეზღუდული აქტივობის იგივე რეჟიმში გაგრძელებას გულისხმობს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი, ბაზრობები და მაღაზიები პრიორიტეტია, ამიტომ გადაუდებელი შეხვედრები მიმდინარეობს თებერვლიდან მათ გახსნასთან დაკავშირებით.

 

“ძალიან კარგად გვესმის, რომ არასასურსათო ვაჭრობა, არამხოლოდ მაღაზიები, ბაზრობები, მუნიციპალური ტრანსპორტი სენსიტიური თემაა და პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და შევძლოთ თებერვლიდან შემსუბუქება. ეს რეალისტური უნდა იყოს და არ დააზიანოს ის სტატუს-კვო, რაც ეპიდემიოლოგიურად გვაქვს“, – აცხადებს თურნავა.

 

 

წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X