14:01 | 2020-06-08 ავტორი: თამარ გონგაძე

“აღარ ვიმღერებ… სიცოცხლე აღარ მინდება” – მაია დარსმელიძე

“აღარ ვიმღერებ… სიცოცხლე აღარ მინდება” – მაია დარსმელიძე

კომპანია “აჭარაბეთის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა “ინიციატივის” მხარდაჭერით, 6 ივნისს ფონდი “ერთიანობა” სტეფანეს და მისი მეგობრების საქველმოქმედო კონცერტის დროს შემოსული თანხით Covid-19-ის პანდემიის დროს დაზარალებულ ადამიანებს (მათ, ვინც სამსახურები დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ) დაეხმარა.

კონცერტი “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მასში მონაწილეობდნენ – ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ერეკლე დეისაძე, მაია დარსმელიძე და სხვები.

 

მაია დარსმელიძე ამ კონცერტზე შესრულებულ ბევრისთვის საყვარელ ჰიტზე “ხელები” სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, საიდანაც ვიგებთ, რომ შემსრულებელს ამ სიმღერის შესრულება დისკომფორტს უქმნის.

 

2020-05-25"იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი გაერთიანდება კარგი საქმისთვის" - რა ჩაიფიქრა სტეფანემ

 

მაია დარსმელიძე: – წესით კარგ გაკეთებულ საქმეზე უნდა ვკონცენტრირდე და სულ სხვა სახის პოსტსაც უნდა ვწერდე, მაგრამ იმდენად დიდხანს “მჭამს ცოცხლად” ეს თემა, რომ ოდესღაც უნდა გავაჟღერო, თორე მოვკვდები….

სულ ვუვლი, რატომღაც ვერიდები ამ თემას, მაგრამ ართქმა მეტად მაზარალებს.. მეტიც – მანგრევს, მანადგურებს… ლაივში სამღერი “ხელები” არის გაურკვეველი, არც ზევით, არც ქვევით რეგისტრში და ყურში ბეეეეევრი დისონანსით გაზავებული ჯადო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და საუკეთესო ტრეკია, ისეთი დისკომფორტი არც ერთ სიმღერაზე არ მაქვს, როგორც “ხელებზე”. რამდენადაც კარგია სტუდიური ჩანაწერი – ზუსტად იმდენად კი არა და – რადიკალურად განსხვავებულია მისი ლაივში შესრულება.

 

ყოველ ჯერზე ჯოჯოხეთს გავდივარ და ყოველი ასეთი ჯერის შემდეგ, აღარასოდეს აღარ მინდება არც სიმღერა, არც მუსიკა და არც საკუთარი თავი. ყოველი “ხელების” მერე თავი უსუსური დილეტანტი მგონია და იწყება დაუსრულებელი თვითგვემა…

 

მუზიცირება უნდა განიჭებდეს სიამოვნებას. ჩემი ყოველი “ხელები” არის რაღაც ბრძოლა… გადარჩენისთვის… არასოდეს არ მომინდებოდა სიმღერა, აქამდე მხოლოდ “ხელები” რომ მემღერა.

 

2020-06-04"რა კარგია როცა ხვდები, თუ რატომ გაჩნდი" - ნახეთ, რა ვიდეოს აზიარებს მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში

 

არსებობს სიმღერები, რომელიც მსმენელს უყვარს, მაგრამ შემსრულებელს – არა. ასეთია “ხელები” (ცხადია, თავად ტრეკს, ანუ სტუდიურ ჩანაწერს არ ვგულისხმობ). ისე გამაწამა ამ “ხელებმა”, რომ აღარ ვიმღერებ.

 

ჩანაწერი არსებობს – კიდე კაი. ლაივში ამ სიმღერის შესრულების ყოველი მცდელობა იმდენად მანგრევს, რომ სიცოცხლე აღარ მინდა ხოლმე…

 

პერიოდულად, აქა-იქ, სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთად წარმატებული რაღაცები რომ არ მეკეთებინა, ვიფიქრებდი, რომ სმენაც დავკარგე, ხმაც და ნამუსიც….

 

ვინმე ასეთი “დარსმელიძე” მხოლოდ ასეთი ლაივში შესრულებული “ხელებით” რომ გამეცნო – პირველი შევდგებოდი წიხლებით.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები