fbpx
16:37 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

აღარ ვჩანვარ, ახლა ყველა არჩევნებზეა გადართული… – თეონა თამაზაშვილი

აღარ ვჩანვარ, ახლა ყველა არჩევნებზეა გადართული… – თეონა თამაზაშვილი

მას შემდეგ, რაც 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის აუდიო-ჩანაწერები გავრცელდა, გარდაცვლილის ოჯახის მიმართ საზოგადოებისა და მედიის ყურადღებამ მეტ-ნაკლებად იკლო.

 

ბოლო დროს, კამერების წინ ოჯახი აღარ ჩნდება. „პრაიმტაიმი“ თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს ესაუბრა.

 

რის „ეშინია კორონავირუსს?“ - მეცნიერების დასკვნა
2020-10-13რის „ეშინია კორონავირუსს?“ - მეცნიერების დასკვნა

 

თამაზაშვილის თქმით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, სამსახურში გავიდა, თუმცა ბრძოლას კვლავ აგრძელებს.

 

„აღარ ვჩანვარ, ჯერჯერობით, ყველა არჩევნებზეა გადართული და ესაა მიზეზი. ადვოკატები პროკურატურაში დადიან, რაღაცებს არკვევენ. 

 

მე სამსახურში გავედი, ვმუშაობ. თუმცა, ბრძოლას არ ვწყვეტ“, – ამბობს თამაზაშვილი.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X