fbpx
16:09 | 2020-05-01 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“აღარ ხარ და რას მაპატიებ” – ქართველი მუსიკოსის ემოციური პოსტი გარდაცვლილ ქალიშვილს

“აღარ ხარ და რას მაპატიებ” – ქართველი მუსიკოსის ემოციური პოსტი გარდაცვლილ ქალიშვილს

გასული წლის ივნისში ცნობილი ქართველი წყვილის გიორგი გვარჯალაძის და ლულუ კახიანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.

 

წყვილის 15 წლის ქალიშვილი მე-7 სართულიდან გადახტა. ლენოს დღეს 16 წელი შეუსრულდებოდა. მამამ გარდაცვლილ ქალიშვილს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.

 

“,,ეს დღეც დადგა… დღე რომელმაც მთლიანად შეცვალა, წაღმა-უკუღმა ატრიალა ჩემი ცხოვრება. მე დავესწარი შენს დაბადებას, მეც ვიჭინთებოდი ინსტიქტურად დედაშენთან ერთად.

 

ჯერ ვინერვიულე, მერე შენს პირველ ამოსუნთქვასთან ერთად მეც ამოვისუნთქე. ამ დღეს ვნახე როგორ მოევლინა ქვეყანას ჩემი სისხლი და ხორცი, ულამაზესი Lenø, რომელმაც ჯერ გამაბედნიერა და მერე გამაუბედურა სამუდამოდ.

 

16-ის გახდებოდი დღეს.

 

მე დაგაღალატე, ვერ დაგიცავი, ახლა სხვებს ვიცავ, სრულიად უცხოებს, არავის ვტოვებ უყურადღებოდ. თუმცა უკვე გვიანია.

 

მაპატიე რა… მაგრამ აღარ ხარ და რას მაპატიებ. მე ვცდილობ ვიყო და შენი სახელი დავაწერო ამ გალაქტიკას, რომელიც შენ ასე ძაან გხიბლავდა” – წერს გვარჯალაძე.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X