fbpx
17:35 | 2020-09-27 ავტორი: Prime Time

აფხაზეთში დაღუპულ 16 ლეჩხუმელ გმირს პატივი მიაგეს

აფხაზეთში დაღუპულ 16 ლეჩხუმელ გმირს პატივი მიაგეს

დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთის ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განადგურებამდე მიიყვანა საქართველოს ულამაზესი მხარე,საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია ადამიანები.

 

16 ლეჩხუმელი გმირი დაიღუპა აფხაზეთის ომში. საქართველის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვეტერანებმა, ლეჩხუმის საზოგადოებამ.

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X