fbpx
12:52 | 2020-09-30 ავტორი: Prime Time

აფხაზეთში COVID-19-ის გამო არსებული დღევანდელი მდგომარეობა თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებების აღდგენის საშუალებაა – Middle East Institute

აფხაზეთში COVID-19-ის გამო არსებული დღევანდელი მდგომარეობა თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებების აღდგენის საშუალებაა – Middle East Institute

„2020 წელს, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, კავკასიამაც მძიმე დარტყმა მიიღო კორონავირუსის პანდემიისგან. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში დაფიქსირდა სამხრეთ კავკასიის სამ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ქვეყანას შორის ყველაზე მეტი შემთხვევა, კიდევ ერთი რეგიონული ტერიტორია, სადაც პანდემიის შედეგები ყველაზე მასშტაბურად იგრძნობა არის აფხაზეთის სეპარირებული პროვინცია. საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ და პანდემიის გავლენამ ეკონომიკაზე მართლაც მძიმე ვითარება შექმნა აფხაზეთში, შესაძლოა ყველაზე უარესი, რის წინაშეც ის ამ საუკუნეში მდგარა. ამასთან, სწორედ ამ კრიზისის შედეგად გაჩნდა საქართველოსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების იშვიათი შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობამ ხელიდან არ უნდა გაუშვას“, – გამოცემა „Middle East Institute“ სტატიას სახელწოდებით „აფხაზეთი, საქართველო და კოვიდი – შესაძლებლობა კრიზისის შედეგად“ აქვეყნებს.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, კრიზისი ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას, დღევანდელი მდგომარეობა კი თბილისსა და სოხუმს შორის დიდი ხნის წინ შეჩერებული მოლაპარაკებების აღდგენის საშუალებაა.

 

ავტორის თქმით, საქართველოს იშვიათი შესაძლებლობა აქვს დაიწყოს შეჩერებული მოლაპარაკებების მთელი პროცესი აფხაზეთთან და ამისათვის მან უნდა შესთავაზოს აფხაზეთს დახმარების პაკეტის გაგზავნა პანდემიასთან და მის შედეგებთან გამკლავებაში დახმარების მიზნით.

 

აქვე, ვკითხულობთ, რომ საქართველომ დიდი ხანია სამედიცინო დახმარება აფხაზეთის საზოგადოებასთან საურთიერთო პაკეტის ნაწილად აქცია. აფხაზეთის მაცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურებით შეუძლიათ სარგებლობა საქართველოში.

 

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა კარგი. მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა მიაღწია დე ფაქტო დამოუკიდებლობას 1992-93 წლების სისხლიანი ომის შემდეგ, მისი სტატუსი მნიშვნელოვნად შეჩერებული იყო, ხოლო საქართველომ უარი თქვა ჩარევაზე ფაქტის აღიარების თავიდან ასარიდებლად და რუსეთის მძიმე სამხედრო მოქმედებების გაპროტესტების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ორ მხარეს შორის გაგრძელდა გარკვეული დიალოგი, პირველ რიგში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სახით, ამან ძალიან მცირე შედეგი გამოიღო. აფხაზეთი კვლავ გაღარიბებულია და რუსეთზე ძლიერ დამოკიდებული, მოწყვეტილი სამყაროსგან და თავისი რეალური სახის დაბრუნებისგან ძალიან შორს. აფხაზეთისთვის 2020 წელი მეტად რთული იყო. ეკონომიკური მდგომარეობა შეფასებულია, როგორც „კატასტროფული“. მხოლოდ ორი რამ აკავებს აფხაზეთის შერყეულ ეკონომიკას და ისინიც კოლაფსს განიცდის. პირველია რუსეთის სუბსიდიები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს და უკვე წლებია მცირდება. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის გამოთვლებით, 2020 წელს აფხაზეთს დაახლოებით 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება უნდა მიეღო, როდესაც ამ დახმარების ოდენობა 2012 წელს თითქმის 300 მილიონი დოლარი იყო. თუმცა ეს დახმარება მნიშვნელოვნად გადაიდო. აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აფხაზეთს 2020 წლისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილი არანაირი დახმარება არ მიუღია. ამან ტერიტორიაზე მასიური მონეტარული კრიზისი გამოიწვია, საჯარო მოხელეებს კი თვეების განმავლობაში ხელფასები არ აუღიათ. დღეისათვის ჯერ კიდევ არ არის დაფიქსირებული რუსეთის მხრიდან დახმარების ჩარიცხვა. მეორე ფაქტორი არის ის, რომელსაც ქართველები უფრო გაიგებენ: პანდემიის გამო ტურისტული სეზონის განადგურება. პანდემიამ გაანადგურა აფხაზეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედი, რომელსაც ტურიზმი შეადგენს, უმეტესწილად რუსეთიდან. ეკონომიკური კრიზისის ნაწილის შესამსუბუქებლად, აფხაზეთის ხელისუფლებამ 1-ელ აგვისტოს ხელახლა გახსნა საზღვარი რუსი ტურისტებისთვის, თუმცა ძვირადაც დაუჯდა: აფხაზეთში ახლა COVID 19-ის მასიური ეპიდემიაა, რომელმაც უკვე გადააჭარბა ტერიტორიის მწირ ჯანდაცვის სისტემას. ყოველდღიურად ფიქსირდება დაახლოებით 60 ახალი შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან და ასევე ტესტირების არასაკმარისი შესაძლებლობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აფხაზეთის სამედიცინო პერსონალის 80 პროცენტი 60 წლის ან 60 წელს გადაცილებულია, როგორც აღნიშნა ერთმა უცხოელმა დიპლომატმა, რომელიც რეგულარულად სტუმრობს აფხაზეთს, „თუ ისინი დაავადდებიან, რეგიონი თავის ექიმებს დაკარგავს ყველა ექიმს.“ ამასთანავე, ეკონომიკური შემოდინება არ იყო საკმარისი დაკარგული თვეების ასანაზღაურებლად. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოსა და სექტემბერში ტურისტების ნაკადი დაფიქსირდა, სეზონის ნახევარზე მეტის დაკარგვისგან მიყენებული ზარალი ძალიან დიდი იყო. ივლისის ბოლოს, გაგრას პროვინციამ, შესაძლოა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანმა ტურისტულმა რეგიონმა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, იმ დროისთვის პროგნოზირებული შემოსავლის 80 პროცენტზე მეტი დაკარგა. „კატასტროფული“ ძალიან მსუბუქი სიტყვაა აფხაზეთის ეკონომიკური ვითარების აღსაწერად. თუმცა კრიზისი ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას. დღევანდელი მდგომარეობა კი თბილისსა და სოხუმს შორის დიდი ხნის წინ შეჩერებული მოლაპარაკებების აღდგენის საშუალებაა. აფხაზეთის საზოგადოება და ელიტა აცნობიერებენ, რომ სეპარატისტულ სახელმწიფოს ცვლილებები სჭირდება. პრეზიდენტმა ბჟანიამ აშკარად დიალოგის მომხრეთა პლატფორმაზე გადაინაცვლა მარტის ეროვნული არჩევნების დროს და მის მიერ ისეთი გამოცდილი დიპლომატების დანიშვნა, როგორიცაა სერგეი შამბა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს თბილისთან, ხაზს უსვამს აფხაზეთის ახალი ხელმძღვანელობის სერიოზულობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით, აფხაზეთის რუსეთთან ახლო ურთიერთობის მიზეზი აუცილებლობაა, რადგან რუსეთი წარმოადგენს თითქმის მის ერთადერთ გზას დანარჩენი მსოფლიოსკენ. აფხაზეთი აშკარად ეწინააღმდეგება რუსეთთან უფრო მეტ ინტეგრაციას, საქართველოს სხვა სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, რომლის ხელმძღვანელობას ღიად სურს რუსეთის ფედერაციაში შემადგენელი რესპუბლიკის სახით შესვლა. უფრო მეტიც, აფხაზური საზოგადოება დაღლილია მუდმივი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით, ქვეყნის ამჟამინდელი გეზის ფონზე კი გამოსავალი არ ჩანს. გაიზარდა ახალი თაობაც, რომელსაც ომი არ ახსოვს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ დღევანდელი ვითარება გაუსაძლისია და ცვლილება სურთ“, – წერს გამოცემა.

 

ავტორის თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მდგრადი პოზიტიური მხარეებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით არის კავშირში არსებულ კრიზისთან – სამედიცინო დახმარება. საქართველომ დიდი ხანია სამედიცინო დახმარება აფხაზეთის საზოგადოებასთან საურთიერთო პაკეტის ნაწილად აქცია, აფხაზეთის მაცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურებით შეუძლიათ სარგებლობა საქართველოში.

 

„საქართველოს მთავრობამ ამ ექსპრესიული მიზნებისთვის ობიექტებიც კი ააშენა, მაგალითად, რუხის ახალი დიდი საავადმყოფო დე ფაქტო საზღვართან. საქართველომ უკვე უზრუნველყო აფხაზეთის სამედიცინო დახმარება პანდემიის ნახევარი წლის განმავლობაში. მარტში რუხის საავადმყოფოც გაიხსნა (პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ყველა, ვინც გადაკვეთს საოკუპაციო ხაზს, მიიღებს დახმარებას“) და მინიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი ეწვია მას COVID-19-ის სამკურნალოდ. თანამშრომლობის კიდევ რამდენიმე მცირე შემთხვევა დაფიქსირდა მაგალითად, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ონლაინ კონსულტაცია ჩატარდა ქუთაისის ექიმებსა და მათ აფხაზ კოლეგებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მყარი საფუძველია, ეს ყველაფერი გასაჯაროებულა. რუხის საავადმყოფოს გახსნის შემდეგ, რაც უკვე დიდი ხანია დაგეგმილი იყო, ძალიან ცოტა საზოგადოებრივი შეტყობინება იქნა გაცვლილი ორ მხარეს შორის და მცირედი მტკიცებულება იმისა, რომ აფხაზეთის (ან საქართველოს) მოსახლეობის უმეტესობამ იცის თანამშრომლობის შესახებ. საჭიროა უფრო ძლიერი სიგნალი. ამჟამად საქართველოს იშვიათი შესაძლებლობა აქვს დაიწყოს შეჩერებული მოლაპარაკებების მთელი პროცესი აფხაზეთთან. ამისათვის მან უნდა შესთავაზოს აფხაზეთს დახმარების პაკეტის გაგზავნა პანდემიასთან და მის შედეგებთან გამკლავებაში დახმარების მიზნით. თავად დახმარების შინაარსი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიეცეს. ივნისში, საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის ყველაზე გავრცელებულ ეტაპზე სომხეთში, ერევანს 27 ვენტილატორი გაუგზავნა. მსგავსი შეთავაზება – სავარაუდოდ უფრო მცირე, თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთის ბევრად უფრო მცირე მოსახლეობას – ორ მხარეს შორის ნდობის აღდგენის საწყისი იქნება. შესაძლოა, ეკონომიკური დახმარების რაიმე ფორმაც განიხილოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკაც მძიმედ დააზარალა პანდემიამ, მცირე წვლილიც კი ხელს შეუწყობს ეკონომიკური კატასტროფის გავლენის შემსუბუქებას რიგით აფხაზზე. რაც მთავარია, დახმარების ეს შეთავაზება უნდა გაკეთდეს საჯაროდ, ღია ფორმით გადაეცეს აფხაზეთის მთავრობას, რათა გაამართლოს პრეზიდენტ ბჟანიას პოლიტიკურად სარისკო პოზიცია თანამშრომლობაზე და აფხაზ საზოგადოებას დაანახოს, რომ საქართველო მტერი კი არა, კეთილის მსურველია და მზად არის კეთილსინდისიერი თანამშრომლობისთვის. სეპარატისტული აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების იდეა დიდი ხანია წარმოადგენს საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ სურვილს. ისინი უამრავ საბრძოლო მასალებს სთავაზობენ ოპონენტებს, რათა თავს დაესხნენ აფხაზეთიდან დევნილი 1/4 მილიონი ადამიანის „ღალატისთვის“, შიდა პოლიტიკური სიმტკიცის თვალსაზრისით კი ბევრს ვერაფერს პირდებიან. თუმცა, COVID 19-ის საკითხზე, ქართული საზოგადოება მოულოდნელად გაერთიანდა. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ მაისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველთა 90 პროცენტი მხარს უჭერს სამედიცინო დახმარების გაგზავნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პანდემიის დაძლევაში დასახმარებლად. სხვა ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეები მეტად გამოხატავენ სეპარატისტულ რეგიონებთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილს. ზუსტად ამიტომ არის გადამწყვეტი მომდევნო თვეები. თუ მოქმედმა ,ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა შემდეგი თვის ეროვნულ არჩევნებში, რაც მოსალოდნელია ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისა და საზოგადოების მიერ პანდემიასთან გამკლავების დადებითი შეფასების გათვალისწინებით (თუმცა ამას ემუქრება ბოლოდროინდელი სტატისტიკა), მათ ექნებათ საჭირო პოლიტიკური მანდატი ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად“,- აცხადებს ავტორი.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს მომენტი სამუდამოდ არ გაგრძელდება, პრეზიდენტი ბჟანია და მისი მინისტრთა კაბინეტი ფსონებს დებენ საქართველოზე ურთიერთთანამშრომლობის განახლებულ ნაბიჯზე, აფხაზეთში არსებული სავალალო სტატუს ქვოს შეცვლის მიზნით, ნაბიჯზე, რომელიც სადავოა და უკვე წარმოშობს მნიშვნელოვან საშინაო უკუგებას ზოგიერთი სექტორის მხრიდან.

 

„საქართველოს მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მცირე ინტერესი გამოიჩინეს სოხუმში არსებული ვითარების მიმართ; თუ თვეების განმავლობაში პროგრესი არ იქნება, ბჟანიას შიდა ოპონენტებს უფრო გაუადვილდებათ, მისი აშკარად უიღბლო სურვილი შერიგებაზე მის წინააღმდეგ გამოიყენონ. ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოჩნდა, თუ როგორ დაშორდნენ მხარეები. დე ფაქტო საზღვრის განმეორებითი გრძელვადიანი ჩაკეტვა ზოგიერთ გამჭრიახ დამკვირვებელს აფიქრებს აფხაზეთის „ოსეთიზაციის“ საფრთხეების შესახებ; ეს არის ტერიტორიის თითქმის მთლიანი საერთაშორისო იზოლაცია და ჩვეული რუსული ბატონობა, რაც შემდეგ მოჰყვება. აფხაზეთისთვის დახმარების შეთავაზებამ შეიძლება დიდად შეცვალოს აფხაზეთის ახალი მთავრობისა და აფხაზი საზოგადოების წარმოდგენა თბილისის ზრახვებზე. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აფხაზეთი არაფრით მიახლოებია მშობლიურ სახელმწიფოსთან რეინტეგრაციას, სტატუს კვოს კი კარგი არავისთვის მოუტანია. დახმარების მიზნობრივი შეთავაზება ხელს შეუწყობს აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტასა და აფხაზ საზოგადოებაში საქართველოსადმი კეთილგანწყობის დამყარებას და საფუძველს ჩაუყრის რეალურად შერიგების ინიცირებას“, – წერს გამოცემა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X