23:13 | 2020-07-02 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები

აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები

აფხაზეთის ომის დაწყებიდან მალე 28 წელი გახდება. საომარ მოქმედებებს შეწირული ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ეთნიკური წმენდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი ასეულობით ათასი ოჯახი… ასეთია აფხაზეთის ომის 13 თვისა და 13 დღის შედეგები…

 

„პრაიმტაიმი“ სწორედ ამ ომს შეწირული რამდენიმე ახალგაზრდა მებრძოლის ისტორიას გაგახსენებთ…

 

ღიმილის ბიჭები იყვნენ. სიცოცხლეზე და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებულებმა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლეს.

 

იცოდნენ სად მიდიოდნენ. ისიც იცოდნენ, რომ უთანასწორო ბრძოლიდან შეიძლება ცოცხლები ვეღარ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ. მერე ზეციურ საქართველოში გადაინაცვლეს და ისტორიას თანამედროვე ღიმილის ბიჭებად შემორჩნენ…

 

გიორგი 18 წლის იყო, დათო 24-ის, საშა 41 წლის, ლევანი ნიკა და ირაკლი 29 წლისები… აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა.

 

ლევან აბაშიძე

 

როცა ომი დაიწყო, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. ლევან აბაშიძეს სიგიჟემდე უყვარდა თავის პროფესია, მაგრამ მაინც წავიდა. 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა.

 

გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოხვდა. თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა, მხოლოდ ერთი სპექტაკლი ითამაშა.

 

სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სამის გადაღებები დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების გამო შუა გზაზე გაჩერდა. „არა, მეგობარო“ ლევან აბაშიძის უკანასკნელი როლი აღმოჩნდა.

ირაკლი ამირეჯიბი

 

 

ლევან აბაშიძე და ირაკლი ამირეჯიბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ის ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი შვილი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი გარეგნობის გამო მთელ თბი­ლისს უყ­ვარ­და… ‘

 

29 წლის იყო, აფხაზეთის ომში, რომ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა გამოასალმა სიცოცხლეს.

 

ლიტ­ვა­ში მი­ი­ღო სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და. აფხა­ზე­თის ომის დროს თბი­ლის­ში დაბრუნ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ით შეიტყო, რომ ომში მისი მე­გო­ბა­რი ლე­ვან აბა­ში­ძე დაიღუპა და იმ დღეს­ვე წა­ვი­და საბრძოლ­ვე­ლად.

 

„ომის ყვე­ლას ეში­ნია, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბა ის არის, შიშს რომ აჯო­ბე­ბო“- ამ სიტყვებით გამომეშვიდობა დედას და წავიდა. ჭა­ბუ­ას და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი დღით ადრე მოკ­ლეს ომში.

 

მა­მა­მისს მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ფონ­ზე დაურე­კეს და შვი­ლის სიკ­ვდი­ლითმი­უ­ლო­ცეს“ იუბილე… როგორც შემდეგ გაირკვა, 17 ნო­ემ­ბერს, ტა­მიშ­თან უცხო­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს.

 

ირაკ­ლიმ მან­ქა­ნი­დან და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი გად­მო­იყ­ვა­ნა და სწო­რედ მა­შინ ესროლა ლიტველმა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა.

გიორგი რაზმაძე

 

 

გიორგი რაზმაძე 18 წლის იყო… სახლში მოიტყუა რაჭაში მივდივარო.

 

მესამე დღეს სოხუმში, ბრძოლის წინა ხაზიდან 30 მეტრის იქით იპოვეს  დაღუპული…

 

ჯერ დაკრძალული არ იყო, როცა საშკა იოსელიანმა ოჯახს კადრები ჩამოუტანა… ასე დასრულდა მწვანეთვალება ბიჭის მოკლე ისტორია, რომელსაც დიდი გეგმები და მომავალი ჰქონდა.

 

საშკა იოსელიანი

 

 

1993 წელს აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა მსახიობი და ჟურნალისტი, საშა იოსელიანი. არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა თეატრსა და კინოში.

 

მის უკვდავსაყოფად ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 2009 წელს მისი ძეგლი გაიხსნა.

 

დავით ბოლქვაძე

 

 

23 წლის წინ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რამდენიმე სამხედრო ტყვე დახვრიტეს.

 

ბიჭი, რომელიც აფხაზეთის ომში ჩეჩენის, კაზაკისა და რუსის ტყვიას გადაურჩა, ქართველმა დახვრიტა. მხოლოდ იმის გამო, რომ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

 

ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, დათოსთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა დახვრიტეს.

 

ნიკა თხელიძე

 

 

ნიკა თხელიძე 29 წლის იყო, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდა. როცა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, სხვა მგზავრებთან ერთად ისიც დაიღუპა…

 

რვა წლის განმავლობაში, ოჯახმა არ იცოდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. აფხაზეთის ომში წასვლიდან მთელი რვა წელი, სახლში ყოველდღე ელოდებოდნენ.

მე ძმა მომიკლეს, მაგრამ არ მძულს - გია ყარყარაშვილის აღიარება
2020-05-27მე ძმა მომიკლეს, მაგრამ არ მძულს - გია ყარყარაშვილის აღიარება
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +