18:39 | 2020-08-28 ავტორი: Prime Time

„აფინანსებენ ქართველებს, რომ მიიყვანონ გოგოები და ბიჭები სუიციდამდე“ – ლობჟანიძე

„აფინანსებენ ქართველებს, რომ მიიყვანონ გოგოები და ბიჭები სუიციდამდე“ – ლობჟანიძე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაბარებული ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ პროკურატურას იონფორმაცია მიაწოდა FACEBOOK-ის ჯგუფზე, სადაც ადამიანებს სუიციდისკენ მოუწოდებენ.

 

„საქმე გვაქვს იმასთან, რომ ვიღაცის ინტერესებშია, ვიღაცეები აფინანსებენ ქართველებს, „თანხას უმაზავენ“ ხელზე და მათი საქმე არის ის რომ მიიყვანონ გოგოები და ბიჭები სუიციდამდე. მე ვფიქრობ რომ თამარიც და სხვებიც არიან ასეთი პირების მსხვერპლი,“- აცახადებს ბაჩანა ლობჟანიძე.

ავტორი: Prime Time


X