00:19 | 2020-09-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

აფეთქების ხმაზე ორსულებზე ვფიქრობდი, რომლებიც ჩვენთან იმყოფებოდნენ – თვითმხილველი

აფეთქების ხმაზე ორსულებზე ვფიქრობდი, რომლებიც ჩვენთან იმყოფებოდნენ – თვითმხილველი

ექიმი, რომელიც კოსტავას გამზირზე აფეთქების დროს, იმყოფებოდა. ის „პრაიმტაიმს” უყვება, რომ აფეთქების დროს, კლინიკა ზანზარებდა და ქუჩაში შეშინებული ხალხი გარბოდა.

 

„საშინელი ხმა იყო, როცა კლუბი აფეთქდა. მე კლინიკაში ვიყავი, ორსული გოგონა მყავდა ახალი გაშვებული და მაშინვე ის ვიფიქრე, რა ხდება და ორსულს შიშზე რამე არ მოუვიდეს-მეთქი. გამოვვარდი გარეთ და შავ ბუღში გახვეული ქუჩა დავინახე.

 

VIDEO: აფეთქების პირველი კადრები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან
2020-09-04VIDEO: აფეთქების პირველი კადრები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან

 

შეშინებული ხალხი ქუჩაში უმისამართოდ გარბოდა. ტროტუარსა და სავალ გზას შორის გარდაცვლილი შუა ხნის კაცი იყო. მძიმედ იყო დაშავებული კლუბის მენეჯერი, სახელად მამუკა. სამწუხაროდ, გვარს ვერ ვიხსენებ.

 

ამასობაში ხალხი ადგილზე შეიკრიბა და სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ კლუბში კონდიციონერს ამონტაჟებდნენ, რა დროსაც, მოკლე ჩართვა მოხდა. მეორე ვერსია იყო, ჟანგბადის ბალონის აფეთქება.

 

გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება ალბათ, მალე ისაუბრებს. მე ახლა, კლინიკაში მყოფ ორსულებზე უფრო ვდარდობ, ძალიან შეშინებულები იყვნენ.” – ამბობს ექიმი.

 

შეგახსენებთ, 4 სექტემბერს ფილარმონიის მიმდებარედ კლუბ დეჟა ვუ-ში აფეთქება მოჰყვა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და არიან დაშავებულებიც.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები