fbpx
10:53 | 2021-01-08 ავტორი: Prime Time

აეროპორტში სამდღიანი პროტესტის შემდეგ მინდია გორაძე (ლავას-ოღლი) მონტენეგროში გაუშვეს

აეროპორტში სამდღიანი პროტესტის შემდეგ მინდია გორაძე (ლავას-ოღლი) მონტენეგროში გაუშვეს

ოდესის აეროპორტში სამდღიანი პროტესტის შემდეგ ქართველი „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე, იგივე ლავას-ოღლი მონტენეგროში გაუშვეს.

 

ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ლავას-ოღლის მეგობარმა დაუდასტურა.

 

ნახეთ ვიდეო, როგორ „მოგზაურობდა“ მინდია გორაძე საქართველოდან მონტენეგრომდე

 

მინდია გორაძის ტრანზიტული დაპატიმრებების სერია ასეთია: ის პირველად საქართველოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2016 წლის 30 იანვარს დააპატიმრეს, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე სასამართლომ ის წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა, რადგან კანონით დადგენილი 9-თვიანი ვადა ამოიწურა. გორაძემ იმავე დღეს საქართველო დატოვა და თურქეთში გადავიდა.

 

მცხეთის სასამართლომ მას დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ქართული მხარის მოთხოვნით, „კანონიერი ქურდი“ თურქმა სამართალდამცველებმა ტრაპზონში დააკავეს, თუმცა რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ის საქრთველოს ნაცვლად ბელარუსში გაუშვეს.

 

მინსკის იზოლატორში მინდია გორაძემ დამატებით რამდენიმე თვე გაატარა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს და ოდესის რეისით უკრაინაში გაუშვეს. საბუთების არარსებობის გამო უკრაინა ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკან, კვლავ ბელარუსში აბრუნებდა, თუმცა ლავას-ოღლიმ აეროპორტში პროტესტი გამოაცხადა და ვენების გადაჭრით დაიმუქრა, თუ მას თვითმფრინავის ბორტზე აიყვანდნენ.

 

6 იანვარს კი, ანუ სამდღიანი პროტესტის შემდეგ ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოდესიდან მონტენეგროში გაუშვეს.

ავტორი: Prime Time
X