14:34 | 2020-06-08 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ადვოკატი – პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს გიორგი რურუა საპატიმროში დატოვოს

ადვოკატი – პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს გიორგი რურუა საპატიმროში დატოვოს

„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პროკურატურა დროის გაჭიანურებას ხელოვნურად ცდილობს.

 

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ, თუმცა, მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალეს.

 

„მე ცამეტი წლის ბავშვმა რა დავაშავე, რომ ამ ყველაფერს ვუყურე? მეც დამნაშვე ვიყავი?“ - სისხვლისღვრა თორაძეების ოჯახში
2020-06-03„მე ცამეტი წლის ბავშვმა რა დავაშავე, რომ ამ ყველაფერს ვუყურე? მეც დამნაშვე ვიყავი?“ - სისხვლისღვრა თორაძეების ოჯახში

 

„საკმარისი საფუძველი არსებობს იმ ეჭვისთვის, რომ პროკურატურა ცდილობს ბოლოში არ გავიდეს საკუთარი მოწმეების დაკითხვაზე. ერთ-ერთი ფორმალური მიზეზი, რის გამოც რურუა საპატიმროშია, არის ის, თითქოს, შეიძლება მან მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.

 

მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვა ამოიწურებოდა, დავაყენებდით შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

 

ახლა პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს ეს პროცესი გააჭიანუროს და საპატიმროში დატოვოს”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

 

სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X