14:19 | 2020-03-16 ავტორი: თეონა აბესაძე

adjarabet.com-მა ყველა სარეკლამო სივრცე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს დაუთმო   

adjarabet.com-მა ყველა სარეკლამო სივრცე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს დაუთმო   

კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაწყვეტილება მიიღო და დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ასევე, მის ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსა.

 

„სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს ინფორმაციის ფლობა საუკეთესო ინსტრუმენტია თავის დასაცავად. სწორედ აქედან გამომდინარე, დავიწყეთ კამპანია და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში ვათავსებთ ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ, რაც აუცილებელია, დაიცვას თითოეულმა ადამიანმა ვირუსის კიდევ მატად არგავრცელების მიზნით. ვფიქრობთ, ამ მასშტაბური საკომუნიკაციო ქსელით მაქსიმალურად მივაწვდენთ ხმას ყველას და საზოგადოება დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას. ერთად და რეკომენდაციების დაცვით, ყველაფერი შესაძლებელია“, – განმარტავენ „აჭარაბეთში“.

 

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები