19:44 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

ადიგენში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – ის ბათუმში ქორწილში იმყოფებოდა

ადიგენში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – ის ბათუმში ქორწილში იმყოფებოდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში.

 

სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი მიქელაძის თქმით, მესამე ინფიცირებულიც ბათუმში, იმავე ქორწილში იმყოფებოდა, რომელშიც მისი ორი თანასოფლელი დაინფიცირდა. მოქალაქის ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად 21 სექტემბერს გააგზავნეს, რეგიონში პასუხი კი 22 სექტემბერს მოვიდა.

 

“ეტაპობრივად ხდებოდა გამოვლენა, ვინ იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, ვინ იმყოფებოდა ქორწილში. ჩაუტარდა ტესტი და სამწუხაროდ, დადებითია პასუხი”, – გვითხრა გიორგი მიქელაძემ.

 

გთხოვთ და მოგიწოდებთ! - ამირან გამყრელიძის კატეგორიული მიმართვა პირბადეებთან დაკავშირებით 
2020-09-22გთხოვთ და მოგიწოდებთ! - ამირან გამყრელიძის კატეგორიული მიმართვა პირბადეებთან დაკავშირებით 

 

მოხდება თუ არა რეგულაციებისა და შეზღუდვების შემოღება სოფელში, სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამაზე გადაწყვვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

 

შეგახსნებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში ორ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. სამი დღეა ეპიდემილოლოგები მათ კონტაქტებს იკვლევენ.

 

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები