22:08 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

ადგილობრივ ქართველებს ბევრჯერ დახმარებია – ესპანეთში კორონავირუსით 73 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა

ადგილობრივ ქართველებს ბევრჯერ დახმარებია – ესპანეთში კორონავირუსით 73 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, COVID-19-ის მსხვერპლი ამჯერად 73 წლის სერგო მელაძე გახდა, რომელიც ბარსელონაში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

 

73 წლის მამაკაცი წარმოშობით წალენჯიხიდან იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სერგო მელაძე სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ თბილისში, შემდეგ კი ესპანეთში ცხოვრობდა.

 

ბარსელონაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სერგო მელაძე ყოფილი ბიზნესმენია, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ქართველებს არაერთხელ დახმარებია.

 

„ძალიან კარგი კაცი იყო, მხიარული, განათლებული, თეატრალური ჰქონდა დამთავრებული. ყოფილი ბიზნესმენია და ადგილობრივ ქართველებს ბევრჯერ დახმარებია“, – უყვება „პრაიმტაიმს“ ესპანეთში მცხოვრები ქართველი.

 

ესპანეთში კორონავირუსით საერთო ჯამში 3 ქართველი გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: თეა შონია

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ბავშვები ჭიშკართან ატირებულები ელოდებიან დედას - ესპანეთში გარდაცვლილი ქალის მეუღლე დახმარებას ითხოვს
2020-03-22ბავშვები ჭიშკართან ატირებულები ელოდებიან დედას - ესპანეთში გარდაცვლილი ქალის მეუღლე დახმარებას ითხოვს
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X