fbpx
19:23 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

ADB-ის შეფასება არის მორიგი მხარდაჭერა და აღიარება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მიმართ – ანგურიძე

ADB-ის შეფასება არის მორიგი მხარდაჭერა და აღიარება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მიმართ – ანგურიძე

„მიუხედავად, იმისა რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკამ განიცადა ვარდნა პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელს აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 4.5%-ს პროგნოზირებს და აღნიშნავს, რომ ძირითადად ზრდა მოსალოდნელია ტურიზმში, მოხმარებაში, ექსპორტსა და ინვესტიციებში,- ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი შეფასებით, ეს არის მორიგი მხარდაჭერა და აღიარება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მიმართ, რომელიც განხორციელდა პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების კვალდაკვალ.

ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია და დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება - ირაკლი ღარიბაშვილი
2020-09-15ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია და დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება - ირაკლი ღარიბაშვილი

 

„შესაბამისად, პოზიტიური შეფასებები იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ ეკონომიკის შეზღუდვებისა და გახსნის გადაწყვეტილებები იყო დროში სწორად განსაზღვრული,“ – აღნიშნავს თავის ფეისბუქ – გვერდზე თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ.

 

აზიის განვითარების ბანკი თავის ყოველწლიურ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ვარდნას პროგნოზირებს, რასაც პანდემიიდან წარმოქმნილ პრობლემებს უკავშირებს.

 

„ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ-19-დან მომდინარე ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად გადადგმულ ნაბიჯებს. კერძოდ, ეს ეხება საბანკო რეგულაციებს, საგადასახადო ადმინისტრირების შერბილებას, სოციალური პაკეტების გაფართოებას, გაჩერებული ბიზნესების ფრთხილ ამოქმედება და შიდა ტურიზმის წახალისებას,“ – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X