
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ლევან ბერძენიშვილი კითხულობს ლექციას სახელწოდებით – „რა არის თავისუფლება“?
სხვა საკითხებთან ერთად ბერძენიშვილი ეხება კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ მენტალურ ცვლილებებს.
ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ კაცობრიობამ არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი დარტყმა მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი დარვინის თეორიისგან.
„საშინელი დარტყმა მოგვაყენა ჩარლზ დარვინმა, როდესაც გვითხრა, რა კავშირი გვაქვს ადამიანებს და ცხოველებს. ოხ, როგორ არ გვინდოდა ეს ამბავი. ყველაზე მეტად ეს არ გვინდოდა, რომ მე და ღორს თურმე 95 პროცენტი საერთო აღმოგვაჩნდა.
აგერ 21-ე საუკუნეში დნმ რომ შეისწავლეს, დადგინდა, რომ ღორებს 96 პროცენტი აქვს ჩვენთან საერთო.
თუ დავუჯერებთ კაციჭამია ადამიანს, ძალიან სიმპატიურ ჯეფრი დამერს, და მაგას დაეჯერება, რადგან ბევრი აქვს ნაჭამი, ადამიანის ხორცი სტრუქტურით და გემოთი ჰგავს ღორისისას. არა ცხვრის, არა ძროხის, არამედ სწორედ ღორისას.
ერთხელ ჩერჩილმა ასეთი რამ თქვა პარლამენტში: კატები ზემოდან გვიყურებენ, რადგან ისინი თვლიან რომ ჩვენ უნდა მოვემსახუროთ, ძაღლები გვიყურებენ ქვემოდან და მარტო ღორები გვიყურებენ პირდაპირ, როგორც თქვენ მიყურებთ ახლა მეო.
დიახ, ღორები გვიყურებენ პირდაპირ“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.