01:06 | 2020-03-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ადამიანი შესაძლოა ავად იყოს, თუმცა ტესტმა ეს ვერ დააფიქსიროს – პაატა იმნაძე

ადამიანი შესაძლოა ავად იყოს, თუმცა ტესტმა ეს ვერ დააფიქსიროს – პაატა იმნაძე

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით „კატასტროფის ცენტრის“ გარდა ახალ კორონავირუსზე სწრაფ ტესტირებას კიდევ ერთი კომპანია – „სასწრაფო მკურნალი“ ატარებს. რაც შეეხება ღირებულებას, მათთან Covid-19-ზე ტესტირება ბინაზე მისვლით 210 ლარი ჯდება, როგორც თვითონ ამბობდენ ტესტების სანდოობა 80%-ია და კორეული წარმოებისაა.

 

ამასთან, როგორც წყარო გვიყვება, „სასწრაფო მკურნალში“ მომხმარებელს ისიც უთხრეს, რომ ტესტი დადებითს იმ შემთხვევაში აჩვენებს, თუკი ახალი კორონავირუსი ორგანიზმში დაახლოებით 4 დღე ფიქსირდება.

 

სწრაფი ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანი შესაძლოა ავად იყოს, თუმცა ტესტმა ეს ვერ დააფიქსიროს.

 

„შესაძლოა დღეს ავად იყოს, მაგრამ ამ ტესტმა ვერ დაიჭიროს, ეს ახსოვდეს ყველას. დღეს რომ უარყოფითი გექნებათ ამ ტესტით ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დღეს ავად არ ხართ, ტესტი დადებითი გახდება ავად, რომ გახდებით მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე დღეს“, – ამბობს პაატა იმნაძე.

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

  • საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X