
ჟურნალისტ ვახო სანაიას პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ეჭვები შეაქვს. ამის შესახებ ის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„როცა ადამიანს კლავენ და ამ ფაქტის დამალვა უნდათ, მტკიცებულებას შეგნებულად ტოვებენ ხოლმე გამოსაჩენ ადგილზე, მოდით მალე დამიჭირეთო ? ჩანთას ვგულისხმობ. ადამიანი გადააგდეს წყალში და ჩანთა დაენანათ ?“- წერს ვახო სანაია.
ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი 5 პირს წარედგინა.