20:06 | 2021-09-10 ავტორი: Prime Time

ადამიანებს თავისი ცხოვრება არ გააჩნდათ და ჩემი პირადით იყვნენ დაინტერესებული – ცისანა სეფიაშვილი

ადამიანებს თავისი ცხოვრება არ გააჩნდათ და ჩემი პირადით იყვნენ დაინტერესებული – ცისანა სეფიაშვილი

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ის ადამიანია, რომელსაც მოუწესრიგებელს ვერასოდეს ნახავთ. მას ცხოვრებამ არაერთხელ დაუგო მახე, რთული გამოცდების წინაშე დააყენა, თუმცა, მასში პოზიტიური განწყობა და დადებითი მუხტი ვერ ჩაკლა, ვერ გააბოროტა და ვერც მომავლის იმედი დაუკარგა.

 

სტრესი მაქვს... მინდა, მოვდუნდე და დასვენებით ვისიამოვნო, მაგრამ არ გამომდის - რა სიახლეებია ნინი ბადურაშვილთან
2021-09-10სტრესი მაქვს... მინდა, მოვდუნდე და დასვენებით ვისიამოვნო, მაგრამ არ გამომდის - რა სიახლეებია ნინი ბადურაშვილთან

 

ჟურნალ „თბილისელებთან“ ცისანა პირად ცხოვრებაზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

– წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამის გადაფასება ხდება, თუნდაც ადამიანების…

 

– დიახ, ასეა და არც მე ვარ გამონაკლისი. წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამის გადაფასებას ადამიანების მიმართ განწყობის შეცვლა და მათი „გაცხრილვა“ მოჰყვა. ეს, ბუნებრივი პროცესია. ბევრჯერ მეტკინა, მეწყინა და რთული რეალობა გამოვიარე, მაინც არ გავბოროტდი, გულში წყენა არ ჩავიდე. ბოღმა, შური და სხვის ცხოვრებაზე „ჭორაობა“ ადამიანს აბერებს. მე კი მსგავსი არაფერი მახასიათებს და უკვე ვიცი, როგორი ვიქნები, როცა დავბერდები (იცინის). ამიტომ, წლების მატების არ მეშინია. არასოდეს მისაუბრია სხვის პირადზე, არ განმიხილავს სხვისი ბედ-იღბალი. ყველა ისე აწყობს თავის პირადს, როგორც უნდა. მთავარია, მე ისე გავიარე ჩემი ცხოვრების გზა, ჩემი შვილები თავაწეულები ივლიან. ძალიან ცუდია, ორი ოჯახი რომ დამენგრა, მაგრამ ესეც ცხოვრება და გამოცდილებაა. გამოცდილება იმიტომ ვახსენე, რომ სწორედ, იმ მტკივნეულ მომენტში აღმოჩნდა, რომ თურმე, ადამიანებს თავისი პირადი ცხოვრება არ გააჩნდათ და ჩემი პირადით იყვნენ დაინტერესებული. გადახედონ ჩემს ცხოვრებას, როგორ ვიწვალე, როგორ მიყვარდა, რა რთული პერიოდები გამოვიარე, როგორ განვიცდი, მერე თავის ცხოვრებას გადახედონ და ისე განმსაჯონ. მე მათ სხვას ვერაფერს ვეტყვი,- ამბობს ცისანა სეფიაშვილი.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X