01:08 | 2020-03-12 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება

აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს ტარდებოდა, დროებით ონლაინ რეჟიმში გაიმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

 

„ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინ რეჟიმში იმართება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური საინფორმაციო ვიდეორგოლებიც მოამზადა, რომლებითაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები რეკომენდაციას უწევენ აბიტურიენტებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ როგორც წინასაგამოცდო პერიოდში, ასევე გამოცდების პროცესში.

 

აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. თუ როდის განახლდება ღია კარის დღეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები