11:06 | 2020-10-04 ავტორი: Prime Time

„აბა სცადოს ვინმემ და ზუსტად გათვალოს რა მოუვა 74 წლის პრეზიდენტს შემდეგი 48 საათის განმავლობაში“ – ზურაბ გურული ტრამპის მდგომარეობაზე

„აბა სცადოს ვინმემ და ზუსტად გათვალოს რა მოუვა 74 წლის პრეზიდენტს შემდეგი 48 საათის განმავლობაში“ – ზურაბ გურული ტრამპის მდგომარეობაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინფიცირებას ეხმაურება.

 

„ვუსმენ CNN-ზე დოქტორ ფაუსტს და ვფიქრობ… დოქტორი ფაუსტი ჰარვარდიდანაა. საოცრად აღშფოთებულია, რომ თეთრი სახლის ექიმმა შონ კონლიმ დაწვრილებით არ მოახსენა „ამერიკელ ხალხს“ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა; კერძოდ, როდის დაეწყო სიმპტომები, როდის და როგორ დაუმძიმდა, რა აჩვენა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, ლაბორატორიულმა ტესტებმა და ა.შ.

 

ცხადია, დოქტორ ფაუსტს წამითაც არ უფიქრია, რომ ამერიკელი ხალხის გარდა ამ ყველაფერს უსმენს და აანალიზებს რუსეთის, ჩინეთის, ირანის და ათასი სხვა „ძაღლისა და მამაძაღლის“ სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც ამის მიხედვით აწყობენ ათასნაირ მავნებლურ გეგმებს, რომ დრო იხელთონ და პლანეტარული მასშტაბის ქაოსი შექმნან.

 

მე კიდევ ქართულ მედიაზე მეღიმებოდა, როცა დაწვრილებით, პირდაპირ ეთერში აცნობდნენ ყველას ქართული ჯარის გადაადგილებებს საომარი მდგომარეობის დროს. მავნებელია თუ იდიოტი დოქტორი ფაუსტი? თუ ორივე ერთად? აცნობიერებს კი CNN, რას აკეთებს?

 

რიტორიკული კითხვებია. ყველას შეუძლია საკუთარი გემოვნების მიხედვით გასცეს პასუხი. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ დოქტორ კონლის გამოსვლა უაღრესად არაპროფესიონალური იყო; იმდენად ჰარიფული, რომ ალალია მასზე CNN-ის ეთერის „ტალახში თრევა“.

 

შეუძლია თუ არა ნებისმიერ განათლებულ ექიმს პათეტიკის გარეშე, მშვიდად ისაუბროს კოვიდზე? ცხადია შეუძლია. ოღონდ, აბა სცადოს ვინმემ და ზუსტად გათვალოს რა მოუვა 74 წლის პრეზიდენტს შემდეგი 48 საათის განმავლობაში.

 

ზურაბ გურული - მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა
2020-10-04ზურაბ გურული - მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა
ნებისმიერი ექიმი სხაპასხუპით ჩამოგიყალიბებთ პროცენტებს, თუ რა შანსები ექნება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში, თუნდაც ძირითადი კორონარული სისხლძარღვების დაზიანების დროს პაციენტს, მაგრამ აბა სცადოს ვინმემ იგივე სიზუსტით კოვიდის მიმდინარეობის წინასწარმეტყველება. ჰო! ჯერ არ შეუძლია ეს მსოფლიო მედიცინას.

 

და რომ არ შეუძლია, ეს იწვევს მღელვარებას, შიშს, როგორც ექიმებში, ასევე პაციენტებში. შიში კი საოცრად ურტყამს იმუნურ სისტემას, დაუნდობლად“, – წერს გურული.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები