fbpx
12:59 | 2020-05-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“აბა, შენ იცი” – ფრაზა რომელიც ქეთი მელუას ბავშვობიდან მართავს

“აბა, შენ იცი” – ფრაზა რომელიც ქეთი მელუას ბავშვობიდან მართავს

წარმოშობით ქართველმა, ბრიტანელმა მუსიკოსმა ქეთი მელუამ “ფეისბუქის” “სთორიზე” ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა წარწერით – “ბედნიერი 60 წლის იუბილე, მამა.”

 

მუსიკოსის მამა, ზურაბ მელუა ექიმია, ბათუმში კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს, საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე, ოჯახი საცხოვრებლად ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია) რომ გადავიდა, ზურაბ მელუა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო…

 

ქეთი მელუას ბავშვობა

 

ქეთი მუდმივად ამაყობს თავისი ფესვებითა და წარმომავლობით. 26 მაისს კი მუსიკოსმა, სოციალურ ქსელში, ბავშვობის ფოტოებთან ერთად, ეს პოსტი გამოაქვეყნა.

 

“ჩემმა კოლეგებმა მთხოვეს დამეწერა, თუ რას ნიშნავს ჩემთვის საქართველო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

 

ქეთი მელუა მამასთან ერთად

 

ბავშვობაში, რომელიც საქართველოში გავატარე, სულ მესმოდა ერთი ფრაზა, “აბა, შენ იცი”. ამ ფრაზას პატარებს მაშინ ეუბნებიან, როდესაც ისინი მათთვის რამე ახლის გაკეთებას შეუდგებიან ხოლმე…

 

“ეს ცხოვრებაა” – აი, ამ ფრაზას მივუსადაგებდი ქართულ “აბა, შენ იცი”-ს…

 

2020-04-06"აი ჩვენი სიმღერა. ვიმედოვნებ, თავს უსაფრთხოდ გრძნობთ" - ქეთი მელუა ლონდონიდან გვიმღერის

 

 

“აბა შენ იცი” ეს ძალიან მარტივი ფრაზა ნდობითა და პასუხისმგებლობით გავსებს. წარმოიდგინეთ, 4, 5, 6, 7, 8 წლის ასაკში, როდესაც პირველად შედიხარ სკოლაში, ან გადიხარ სცენაზე, ან უცხო ქვეყანაში მიფრინავ და მას გეუბნებიან…

 

ვფიქრობ, რომ ეს ფრაზა მუდმივ ექოსავით ტრიალებს ჩემში და მომწონს, როგორ მშვიდად მმართავს…” – წერს ქეთი “ფეისბუქზე”.

ქეთი მელუა პატარა

 

ავტორი: თამარ გონგაძე
X