21:59 | 2020-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება 15 მარტის 18:00 საათიდან შეიზღუდება, ხოლო სატვირთო გადაზიდვები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.

 

„სრული დატვირთვით იმუშავებს ვალეს და კარწახის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ შესაბამისი პუნქტებით.

 

ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მიღებულია კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

 

საქართველოს მთავრობა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებით ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პრევენციას და ამ რისკების მაქსიმალურ შერბილებას.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები მაქსიმალურ კონტაქტზე იქნებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ისე ყველა ლოჯისტიკური და ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება დაჭირდეს ჩვენს მოქალაქეებს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დატოვე კომენტარი