fbpx
11:33 | 2020-12-23 ავტორი: ზურა დვალაშვილი

აბა, ამას თუ მისდგებიან ბულდოზერებით – ბაია პატარაია

აბა, ამას თუ მისდგებიან ბულდოზერებით – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ატენის სიონთან მიმდინარე მშენებლობის შესახებ ფოტოს აქვეყნებს.

 

პატარაია წერს, რომ ხელისუფლება უკანონო მშენებლობებს მხოლოდ ღარიბებს უნგრევს. ხოლო მდიდრებს და ძალაუფლების მქონეებს პასუხს არ თხოვს.

 

“აბა, ამას თუ მისდგებიან ბულდოზერებით? გაფაშფაშებული ტუტრუცანა მღვდლების მიერ დამახინჯებულ კულტურის ძეგლებს თუ დაიცავს ვინმე? სადაც ყინწვისის მთავარანგელოზს მწვანე მეტლახი დაუგეს, ატენის სიონს დაიცავს ვინმე? საქოცეთი მხოლოდ მდიდრებს და ძალაუფლების მქონეების უკანონო მშენებლობაზე ხუჭავს თვალს, ანდა, სულაც კანონიერად აცხადებს მათ ვანდალიზმს, უბრალოებმა ვიკითხოთ… ნიფხავივით რომ ამოიცვა ბიძინამ და მისმა შანტრაპამ ეს ეს ქვეყანა”, – წერს ბაია პატარაია.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერიის გადაწყვეტილებით უკანონო შენებლობების დემონტაჟი მიმდინარეობს.

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ცა და ღია ცის ქვეშ

სოციალურ ქსელში ატენის სიონის და მიმდინარე მშენებლობის ახალი ფოტოებიც გავრცელდა.

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X