23:59 | 2020-05-26 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებას კვლავ მოითხოვს! – რა წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებას კვლავ მოითხოვს! – რა წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას ლუგარის ლაბორატორიაზე და მოითხოვს რუსი ექსპერტების დაშვებას.

 

„მაღალი ბიოთავდაცვის მქონე აღნიშნული ლაბორატორია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის აშენებული და, მის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკრობების შესასწავლად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

 

რუსეთი ტრადიციულად ცდილობს, გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაზე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
2020-05-07რუსეთი ტრადიციულად ცდილობს, გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაზე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

 

რუსეთის საგარეო უწყება ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ 2018 წლის 14-15 ნოემბერში ჩატარებული შემოწმების სანდოობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, ლუგარის ცენტრის „ნამდვილ შემოწმებას“ რუსი ექსპერტების მიერ, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ „გარანტია შევიდნენ ყველა კორპუსში, მათ შორის შენობაში, რომელსაც ამერიკელი სპეციალისტები იკავებენ

 

„ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ შეერთებულმა შტატებმა ინფიცირებული კოღოების გავრცელებისთვის უკვე დააპატენტა უპილოტო საფრენი აპარატი.

 

ამასთან, გაიცა პატენტი იმ ტოტალური ნივთიერებებით ან ინფექციური აგენტებით აღჭურვილი საბრძოლო მასალისთვის. ცხადია, რომ ასეთი „გამოგონებები“ ეწინააღმდეგება ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციას“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ

 

მანამდე სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ რუსული სახელმწიფო მოხელეებისა და რუსული მედიის ნაწილის მიერ გავცრელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც შემაშფოთებული უწოდა პანდემიის კონტროლის პროცესში საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X