18:48 | 2021-05-29 ავტორი: Prime Time

“გამარჯობა, სანი, მე დედაშენი ვარ….ძალიან გაუფრთხილდით თავს ორსულები და არა ორსულები…” – ირინა ბაირამაშვილი საკუთარ კოვიდისტორიაზე

“გამარჯობა, სანი, მე დედაშენი ვარ….ძალიან გაუფრთხილდით თავს ორსულები და არა ორსულები…” – ირინა ბაირამაშვილი საკუთარ კოვიდისტორიაზე

მომღერალი ირინა ბაირამაშვილი საკუთარ ისტორიას ყვება, თუ როგორ შეხვდა ორსულს კორონავირუსი და რა რთული დღეების გადატანა მოუხდა მშობიარობამდე და მის შემდეგ.

 

როგორც ირინა სოციალურ ქსელში წერს, მშობიარობის შემდეგ მან ბავშვი მხოლოდ ერთხელ ნახა.

 

„დადგა 13-მაისი.. ამ დროს ჩემს მეორე ბავშვსაც მოუნდა გამოსვლა გარეთ…13 ციფრი მიყვარს…13 აპრილი მე და 13 მაისი სანი…გავემზადე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ორ საათში გაჩნდა სანი…მაგრამ აქ იწყება მთავარი ….ორი წამით დავინახე, ვიკითხე ხომ კარგად არის თქო და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს, მე შემიყვანეს პალატა 306-ში…მგონია რომ ეს კოშმარი დამთავრდა მაგრამ კი არ დამთავრდა დაიწყო….ისევ სკაფანდრის შრიალი ისევ ექიმები…

 

 

გავსკდი გულზე, ჩემი შვილის ჩათვლით, ყველა მეზიზღებოდა - რა შემთხვევას იხსენებს თეა დარჩია
2021-05-29გავსკდი გულზე, ჩემი შვილის ჩათვლით, ყველა მეზიზღებოდა - რა შემთხვევას იხსენებს თეა დარჩია

მოკლედ ეს მონსტრი კორონა კი არ წასულა ჩემგან პირიქით მთელი ორსულობა იმალებოდა და ახლა გამძვინვარდა, გაბრაზდა, ყველა ანალიზი მოდის აბსოლიტურად სხვანაირი და ამ ყველაფერს ემატება კატეზე გადაღებული ორმხრივი პნევმონია…და აქ უკვე იწყება კორონა მონსტრთან ბრძოლა…ორი უსაყვარლესი გოგო დამხვდა პალატაში, რომლებსაც არასოდეს არ დავკარგავ…ხან ვტირი,ხან ვიცინი, ხან ვმღერი ხან ვლოცულობ…ისტერიკა მჭირდა….გარეთ ჩემი ერთი შვილი მენატრებოდა, შიგნით ჩემი მეორე შვილი, ქმარი, ჩემი ოჯახის წევრები ჩემი ნათესავები და მეგობრები, რომლებიც მამხნევებდნენ ისინი რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა…მაგრამ ისევ ამ რეალობაში და სითეთრეში რომ ბრუნდები ღმერთო არავის ვუსურვებ….

 

კარის ხმა, ექთანი – ბაირამაშვილი მოემზადე, კლინიკას ტოვებ

 

უკან არ მიმიხედავს ისე გამოვედი პალატიდან, გავიარე თეთრი დერეფანი თითქოს კათარზისი ყოფილიყოს და განწმენდილი ვუბრუნდებოდი სამყაროს, გავხსენი ერთი კარი, მეორე მესამე, დარჩა ბოლო კარი, იმის იქით უკვე გარე სამყაროა, ექთანმა პატარა ბიჭი მომაწოდა ხელში… გამარჯობა სანი მე დედაშენი ვარ, ასე ჩახუტებულმა გამოვიყვანე და გადავეშვით სამყაროს ორომტრიალში“,- წერს ირინა ბაირამაშვილი სოციალურ ქსელში.

 

როგორ მივიღოთ ვაუჩერი ბავშვების კურორტზე დასასვენებლად – ნახეთ, ვის შეუძლია ამ დახმარებით სარგებლობა

ავტორი: Prime Time


X