ვიდეოები

1721719393

„ერთი წელია, შეყვარებული ვარ“ – რას ამბობს ნუცა ბუზალაძე რჩეულზე

ნუცა ბუზალაძე საქართველოში იმყოფება. მომღერალმა მის გეგმებზე და პირად ცხოვრებაზე „იმედის დღეში“ ისაუბრა.ერთ-ერთი წამყვანის, ნუცა ქავთარაძის კითხვაზე – „ნუცა ბუზალაძე ისევ მარტოა თუ არა“, მომღერალი პასუხობს:„ უკვე ერთი წელია, შეყვარებული ვარ. საკმაოდ ბედნიერი ვარ პირად ცხოვრებაში, ამიტომ არასდროს არ ვასაჯაროებ. ბავშვობიდან ყოველთვის იმის შიში მქონდა, როგორ უნდა შემეთავსებინა სიყვარული კარიერას, როცა ასე გიყვარს შენი საქმე. მაგრამ თურმე ეს შესაძლებელია...“, -ამბობს ნუცა. 

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1718608422

ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც ივლისიდან ხელფასი გაეზრდება

პირველი ივლისიდან საჯარო სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულ თემაზე განაცხადა ასევე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.მინისტრის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.გარდა ამისა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა უფასო კვებასთან დაკავშირებულ სასკოლო მოდელზე. მისი თქმით, სამინისტრომ შეისწავლა თითოეული სკოლა და კონკრეტული მოდელები დაგეგმა. გიორგი ამილახვრის თქმით, ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო, "ქართული ოცნებაა". "საზოგადოებას მინდა სრულყოფილი ანგარიში ჩავაბარო. სამწუხაროდ, ოპონენტების ნაწილი არ არის, ამიტომ ვიცი, რომ იქნებოდა ამ თემაზე კითხვები. ისე დახატეს, თითქოს ჩვენ მიერ შექმნილია ეს პრობლემა და არ არსებობს 30 წელზე მეტია. ვინ, ვინ და ჩვენ მოვკიდეთ ხელი ამ რეფორმას და ვეჭიდებით. რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ დავიწყოთ ამ პროცესის განხორციელება.პირველი, ყველა არსებულ ბუფეტში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, განვსაზღვრეთ ის მინიმალური სტანდარტები ჰიგიენის, სურსათის უვნებლობის პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც დასაშვებია ან არ არის დასაშვები იყოს სასკოლო სივრცეში. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამის უწყებასთან კონსულტაციაა გავლილი და ამან მეტ-ნაკლებად დაარეგულირა ის გამოწვევები, რომელიც არსებობდა.მეორე, სწორი ანალიზისთვის თითოეული სკოლა დეტალურად შევისწავლეთ, რომ კონკრეტულ მოდელებზე გადაწყვეტილება მიგვეღო. ამ მიზნით სამინისტროში დამტკიცდა სასკოლო კვების პროგრამა, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა თითოეული სკოლა აღწერეს, რომ კონკრეტული ეტაპები დაგვენერგა" ,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ ვადებსა და მოდელებს გააცნობს, რომელიც სამინისტრომ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით დაგეგმა."მინდა საზოგადოებასდავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელებით და კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ ამ პროგრამას.არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია - "კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის"- ამის წევრი გახდა ჩვენი სამინისტრო, სადაც ეროვნული ვალდებულებები განვსაზღვრეთ და გავიზიარებთ წარმატებული ქვეყნების მაგალითსა და გამოცდილებას", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

სხვა სიახლეები

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1721813777

ელისაშვილის და ხაზარაძის გაერთიანება პრინციპულობის ან ბევრი ფულის ამბავია, პრინციპულობისკენ ვიხრები, მაგრამ არსებობს ხალხი, ვისაც ეჭვი აქვს, ყველაფერი დიდი ფულის გამო ხდება - იაგო ხვიჩია

ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება პრინციპულობის ან ბევრი ფულის ამბავია, პრინციპულობისკენ ვიხრები, მაგრამ არსებობს ხალხი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ყველაფერი დიდი ფულის გამო ხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისი თქმით, ერთმანეთი იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ.იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძეც ხვდება, რომ არჩევნებზე მხოლოდ ფულის იმედად წასვლა არ შეიძლება, ხალხიც საჭიროა.„ორი ვარიანტია, ეს გაერთიანება არის პრინციპულობის ამბავი ან ბევრი ფულის. უფრო პრინციპულობისკენ ვიხრები, მაგრამ ხალხი არსებობს, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ეს ყველაფერი დიდი ფულის გამო ხდება. ელისაშვილმა გადაუხადა ხაზარაძეს დიდი ფული, უფრო ნაკლებად დასაჯერებელია. ერთმანეთი იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ. მგონი, ხაზარაძეც ხვდება, რომ არჩევნებზე მხოლოდ ფულის იმედად წასვლა არ შეიძლება, ხალხიც საჭიროა. ამიტომ, ცდილობს, რომ პოლიტიკურ ბაზარზე სხვადასხვა ადამიანი შეკრიბოს, რომლებსაც „ლელო“-ში შესვლაზე მარტივად დაითანხმებს. პოლიტიკურ კოალიციებს გადახედეთ, ვინ ვისთან არის დაწყვილებული, რაც მათ ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა აქვთ მიყენებული, ამასთან ერთი „მევახშის“ და „ხელს არ ჩამოგართმევ“, რა მოსატანია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1721813516

რიტორიკის შეცვლა ნიშანია, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ქართველი ხალხი სკლეროზიანი ჰგონიათ, ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა „ნაცები“ ტრამპისტები გახდნენ და ბულინგის მსხვერპლი ვიყავით - იაგო ხვიჩია

რიტორიკის შეცვლა იმის ნიშანია, რომ ჩვენს ძვირფას პოლიტიკოსებს ქართველი ხალხი სკლეროზიანი ჰგონიათ. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა „ნაცები“ ტრამპისტები გახდნენ და ჩვენ ბულინგის მსხვერპლი ვიყავით, რადგან ჩვენი პოლიტიკური ელიტა ტრამპის წინააღმდეგ იყო მიმართული,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას თქმით, ამის შემდეგ არაფერი უკვირს.„რუსეთში ვიზიტი რომ ჰქონდეთ, არც ეს გამიკვირდება. პრინციპები სულ ისე ლაგდება, როგორც ლაგდება კოალიციები. ტყუილები ყველაზე კარგად ხელისუფლებას გამოსდის, მეტი პროპაგანდის საშუალება აქვთ და მეტადაც იტყუებიან. როგორც ჩანს, ამის მეტი სტაჟიც აქვთ. ოპოზიციამაც მეტი არაფერი იცის და ტყუილებიც კარგად გამოსდის, მაგრამ მცდარი ტაქტიკა აქვთ, რადგან ტყუილების პროპაგანდა ხელისუფლებას უკეთ გამოსდის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტურისტებმა თავს გაქცევით უშველეს

მსოფლიო 1721813495

ამერიკაში, "იელოუსტოუნის" ნაციონალურ პარკში, ძლიერი გეიზერი ამოიფრქვა - ტურისტებმა თავს გაქცევით უშველეს

ამერიკულ ნაციონალურ პარკ "იელოუსტოუნში" ძლიერი გეიზერი ამოიფრქვა. ამოფრქვეული ცხელი წყლისა და ორთქლის სიმაღლემ რამდენიმე მეტრს მიაღწია, რის გამოც პარკის ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს გაქცევა მოუწიათ. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.გეიზერის ამოფრქვევის დროს, იქვე მდებარე ბილიკზე ათობით ტურისტი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გეიზერმა საფეხმავლო ბილიკები დააზიანა, თუმცა ტურისტები არ დაშავებულან.ამ დროისთვის, ეროვნული პარკის ის ტერიტორია სადაც გეიზერი ამოიფრქვა, დროებით დაკეტილია. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ.ცნობისთვის, "იელოუსტოუნის" ეროვნული პარკი, რომელიც 1872 წლის პირველ მარტს დაარსდა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს. მისი ფართობი 8980 კვ.კმ-ია და ის პირველი ეროვნული პარკია მსოფლიოში, რომელიც განთქმულია თავისი ველური ბუნებით, თერმული წყლებით, ამავდროულად - ენდემური და რელიქტური ფლორით და ფაუნით, რომელთა დიდი ნაწილი “წითელ წიგნშია" შეტანილი. ის მსოფლიოში ყველაზე მონახულებად პარკად მიიჩნევა. 

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა 1721813415

მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, უნდა ვიცოდეთ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა - დავით ჩიხელიძე სუს-ის განცხადებაზე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება.როგორც ექსპერტი აღნიშნავს ახლა პოლიტკორექტულობის დრო არ არის, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.მისივე თქმით, დღეს ქართული სასამართლო და გამოძიება დამოუკიდებელია,  მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.„სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში არაერთი ადამიანი გამოიკითხა,  არიან  ადამიანები, რომელთაც უკრაინასთან აქვს შემხებლობა, დიდი ალბათობით გამოკითხულ პირთა წრე გაიზრდება და მათ შორის უკრაინაში მყოფი ადამიანებიც იქნებიან, ახლა პოლიტკორექტულობის დრო არ არის, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, როგორც აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, მორიდებული კატა ვირთხებს ათამამებს. დიახ ახლა მორიდების დრო არ არის, ვირთხებს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს და შესაძლო დანაშაულის მომზადება/განხორციელება არავის უნდა ეპატიოს!დღეს ქართული სასამართლო და გამოძიება დამოუკიდებელია,  მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, შესაძლოა საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც ამ ბინძურ პროვოკაციას და მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა, შემდეგ კი სახელმწიფოს ყველა შტოს კოორდინირებული მუშაობის შედეგად დამნაშავეთა საქართველოში ექსტრადირება მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა მათ მდებარეობას, ყველა დამნაშავე  კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და სასჯელი სრულად მოიხადოს,“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი გლოლას მოსახლეობასთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საზოგადოება 1721813314

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი გლოლას მოსახლეობასთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი გლოლას მოსახლეობასთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობასა და განვითარების შედეგად მიღებული სარგებლის შესახებ. ასევე, გაეცნენ რაჭის ეროვნულ პარკში მოქმედ ძირითად რეგულაციებს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ უფლებებს, დაგეგმილ სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებს, რომლებიც ადგილობრივი თემების საჭიროებებზე იქნება მორგებული.რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი შეხვედრების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ეტაპობრივად არის დაგეგმილი.