ვიდეოები

1642759365

VIDEO: საქართველოში კოვიდ-პაციენტმა ექთან...

კოვიდ-პაციენტმა, ერთ-ერთ რეგიონულ კლინიკაში ექთანი დაჭრა.  შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. კოვიდ კლინიკაში მყოფმა პაციენტმა, ექთანს ყელის და სახის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი 18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. „პრაიმთაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და გვითხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება, 19 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

დაჭრა

სოციალური თემა

საზოგადოება

bidzina kulumbegovi

1642765034

ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპ...

„არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 2019 წელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა, პანდემიის პირობებში კი ეს მონაცემები გაზრდილია. „2019 წელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს მონაცემი პანდემიის დროს ანტიბიოტიკების რაციონალური თუ არარაცინალური გამოყენების გამო გაზრდილია სამწუხაროდ. სტატიაში საქართველოს მონაცემებს თუ დავაკვირდებით ყველა ძირითადი გამომწვევვის მიმართ არსებული ანტიბიოტიკების რეზისტენტიბა 40 დან 90% მდე მერყეობს. არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად! გამოვიყენოთ ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დროს“,- წერს კულუმბეგოვი.

სხვა სიახლეები

ნუგო კაკულია

1642766844

მიყვარხარ - თეა წულუკიანს მეუღლე პოსტს უძღვნის

კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, მისი მეუღლე, ნუგო კაკულია დაბადების დღეს სოციალური ქსელში ულოცავს.  მეუღლე, პოლიტიკოსს ბედნიერებას უსურვებს. „მიყვარხარ! და ძალიან ბედნიერი მინდა რომ იყო , გილოცავ“,- წერს ნუგო კაკულია. ცნობისთვის, თეა წულუკიანსა და ნუგო კაკულიას ერთი შვილი ჰყავთ.

გზები

1642766805

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე დაწესებული რეჟიმი შეი...

ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავარია

1642766683

ვხედავ, ბიჭი გდია და გარშემო ნაწლავებია მიმოფანტული ... გონს მოვედი, ვ...

ინტერნეტს მომხმარებელი სოციალურ ქსელში ყაზახი სტუდენტის სახალისო ისტორიას იხსენებს: „ყაზახ სტუდენტს გამოუგზავნეს ყაზახური კუპატი, კაზი-კარტა მათ ენაზე, ასე გამოიყურება (იხ. ფოტო). ცელოფანს, რომელშიც ეს ჯანდაბა ედო, მოსწყდა ყურები და ამანაც ცელოფნიანად ჩაიდო დუტში. მწვანეს არ დაელოდა და ზებრაზე გადარბენისას მანქანა დაეჯახა „ლაითად“. მძღოლის მონათხრობიდან: გადმოვედი, ვხედავ, ბიჭი გდია და გარშემო ნაწლავებია მიმოფანტული, გული წამივიდა. გონს მოვედი, ვუყურებ ფეხზეა, დარბის, ნაწლავებს აგროვებს და მუცელში იწყობს. ისევ გული წამივიდა და აღარფერი მახსოვს“. - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. 

კალაძე

1642766420

რაში მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს - კახა...

"რაში მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს", - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს. „რაში მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შევა თუ არ შევა, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უახლოეს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

დავით

1642765727

ქართველიშვილი ლილუაშვილს - ნაცების მობრუნებას არ დავუშვებთ ქვეყანაშიო...

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გახარიას პარტიის წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც „თუ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას, ეს ჩვენ ვართ“. (სტილი დაცულია) „ნაცებთან ჩხოროწყუ/წალენჯიხაში დამყარებული ნანატრი კოალიციის თაობაზე, თქვენი პარტიის ლიდერის მოსალოცი "ეპისტოლე" ვერ ვიპოვე და აქეთ რომ მოგილოცოთ, დაშავდება რამე? აბა გააღე პირი და თქვი "აააა".... დღეს „გახარიებს“ უტიფრობის დღე აქვთ, კალენდარშია ჩასანიშნი. თუმცა რაღა დღეს, პრემიერობიდან ღალატით წასვლის დღიდან ყოველ დღე იმ ცირკის კლოუნები არიან, აი მათმა მაზაკვალმა ბელადმა რომ გადახურა და ახლა რომ აცეკვებს ამ საცოდავებს. შე სამარცხვინო, ნაცების მობრუნებას არ დავუშვებთ ქვეყანაშიო და გუშინ, წალენჯიხაში ნაცებთან გააფორმეთ მორიგი კოალიცია, რაც შემდეგ სააკაშვილმაც დაგიფასათ და კარგი შექებაც დაიმსახურეთ. ხალხი თქვენ იდიოტი გგონიათ და ფიქრობთ, რომ ვერავინ ვერაფერს ხედავს? ეგრე გააგრძელეთ და გაზაფხულზე რეიტინგის გაზომვა არ დაგავიწყდეთ, თუ გაგესინჯათ პულსი საერთოდ და ბოლომდე თუ არ გადაგყლაპათ სააკაშვილის ბანდამ!“ - წერს ქართველიშვილი.