ვიდეოები

1659948821

VIDEO: დათის ოპერაცია დასრულდა - ოჯახის ახლობელი მიმართვას ავრცელებს

8 წლის დათი ქოქრაშვილის ოპერაცია ისრაელში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. „ტკივილები აქვს, ტირის, თუმცა, ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა“. - ამბობს ვიდეოში თეა ცხადაძე.ნახეთ ვრცლად ↓

დათი

ომი უკრაინაში

სოციალური თემა

qali saflavze

1658776864

,,ღამით, გადახურულ საფლავზე სძინავს, წვიმამ რომ არ დაასველოს..." - ახალგაზრდა ქალს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული, სოციალურ ქსელში უსახლკარო ქალის შესახებ წერს, რომელიც ღამეებს სასაფლაოზე ათევს. აკა სინჯიკაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:,,ყურადღებით წაიკითხეთ,ამაზე მეტი, ადამიანს არაფერი ემართება ალბათ და ჩვენც, კიდევ ერთი, ჩვენი თვალით ვნახეთ.ეს ქალი ახლა, საღამოს ვნახეთ სასაფლაოზე. ღამით, გადახურულ საფლავზე სძინავს, წვიმამ რომ არ დაასველოს. წყალს კი როგორ ათბობს მზეზე, კი ხედავთ ფოტოზე. საერთოდ არავინ არ ჰყავს და არც არაფერი აბადია. ზამთარში ქირა ვეღარ გადაიხადა და გაზაფხული და ზაფხული აქ გაატარა, სასაფლაოზე...ყოველ ღამით აქ ძილი თუ წარმოგიდგენიათ?! ღამით გაცილებით შემზარავია ამ კადრის დანახვა.სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. დილიდანვე მოვუძებნით სახლს. გავუკეთებთ, რასაც შევძლებთ, ყველაფერს და ვეცდებით აუცილებლად, რომ ნორმალური ადამიანივით გააგრძელოს ცხოვრება.ახალგაზრდა ქალია, მუშაობა შეუძლია და ყველაფერი გამოვა.ახლაც, საფლავებს ალაგებს და ამით არსებობს.გაგვივრცელეთ ეს ამბავი და როგორც შეძლებთ, მოგვეხმარეთ. ჩვენ, დილიდანვე დავიწყებთ ყველაფრის გამოსწორებას.  ამბის გასაგებად დამირეკეთ ტელეფონზე, ნომერი ინფოში მიწერია. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკიGE35BG0000000144817300აკაკი სინჯიკაშვილითიბისი ბანკიGE90TB7603845061100016PayPal - Sinjikashvili@gmail.comუცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili აბა ჩვენ ვიცით.#სიკეთეგადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

სხვა სიახლეები

qurdi

კრიმინალი 1660065986

კრიმინალური ავტორიტეტი ვიდეოს ავრცელებს - ვინ არის „კანონიერი ქურდი“, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები თანამშრომლობას სთავაზობდნენ

ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები თანამშრომლობას სთავაზობდნენ - ვრცელდება გიორგი კილაძის ვიდეომიმართვა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინის ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის მოწყობის რუსულ სქემაზე საუბრობს, რომლის ერთ ერთი მთავარი ფიგურანტი თავად უნდა გამხდარიყო. “ეფესბეს“ ოფიცერი ე.წ. კრიმინალურ “ავტორიტეტს“ საომარი მოქმედებების ფონზე, უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობას სთხოვდა.„მე ვარ გიორგი კილაძე, კანონიერი ქურდი. ჩემთან კავშირზე გამოვიდნენ რუსეთის სპეცსამსახურები. მთხოვეს, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია მომეხდინა. მე ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, არ ვაპირები არავის გაყიდვას“ - აცხადებს კილაძე.გავრცელებული ინფორმაციით, ამ აღიარების შემდეგ ქართველ ეგრეთწოდებულ „კანონიერ ქურდს“ უკრაინის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა ოფიციალურად მისცეს და ამჟამად ის საბერძნეთში იმყოფება. მანამდე კი კილაძე ჩერნიჰივის ციხიდან გაიქცა. ის უკრაინელმა სამართალდამცველებმა 13 მარტს, მოლდოვის საზღვართან დააკავეს და კვლავ საკანში დააბრუნეს. აღმოჩნდა, რომ ქართველ ეგრეთწოდებული კრიმინალურ „ავტორიტეტს“ ციხიდან გაქცევაში დაწესებულების დირექტორის მოადგილე დაეხმარა.„რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება უკვე შეუფარდა No91-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის პირველ მოადგილეს, გენადი ბალაბატკოს, რომელიც ეჭვმიტანილია ციხიდან პატიმრის გაქცევის ხელშეწყობაში. რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, მან უკანონოდ გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე, 30 წლის “კანონიერი ქურდი“ - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ის, რომ რუსული სპეცსამსახურები სხვადასხვა ქვეყანაში კრიმინალურ სამყაროს საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებენ, ცნობილია სამართლისა და უსაფრთხოების ექსპერტებისთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არაერთი ეგრეთწოდებული “კანონიერი ქურდი“ რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობს.30 წლის გიორგი კილაძეს კრიმინალურ წრეებში “გეგა ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ. ის უკრაინაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.

ფული

საზოგადოება 1660065813

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი გაფრთხილებთ - ფინანსური პირამიდების საფრთხე კვლავ დიდია. ციფრული ბოტასის," ლისტის" და "ტესლა მედიას" შემდეგ, ბაზარზე, შესაძლოა, იოლი გამდიდრების ახალი სქემები გამოჩნდეს.ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ ფინანსურ პირამიდებს მხოლოდ საქართველოში ათასობით დაზარალებული ჰყავს. ზარალის ანაზღაურება კი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.ხაფანგი თუ მარტივი ფული - ფინანსური პირამიდები ახალი სქემებით, სოციალურ ქსელებში ისევ გააქტიურდა. ეროვნული ბანკი გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, საეჭვო კომპანიებს თანხა არ ანდონ.თაღლითური სქემის ავტორები, მომხმარებლების მოზიდვას ბაზრისთვის არაადეკვატური სარგებლის დაპირებით ცდილობენ. კერძოდ, სქემაში ჩაბმულებს გარკვეული დავალების შესრულება ეკისრებათ. მიზანი ერთია - თანხასთან ერთად, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი ჩაითრიონ. საბოლოოდ კი, პირამიდის ჩამოშლა გარდაუვალია, დაზარალებული კი ფინანსურ ხაფანგში გაბმული მომხმარებელი რჩება.რთულია მსგავსი დანაშაულის გამოძიება. სფეროს სპეციალისტები, ფინანსური ზარალის გარდა, პირამიდულ სქემებში სხვა საფრთხეებსაც ხედავენ.მას შემდეგ, რაც უნდობლობას მოიპოვებენ, პირამიდული ქსელების ავტორები მოქალაქეების თანხების დაუფლებისთვის ახალ მეთოდებს იმუშავებენ. მათ შორის, შესაძლოა, ბიზნესში თანხის დაბანდება შემოგთავაზონ. მეტი სიფრთხილისთვის, ეროვნული ბანკი საზოგადოებას აფრთხილებს, მსგავსი კომპანიების წარმომავლობა გადაამოწმონ და შეისწავლონ, არეგულირებს თუ არა მათ საქმიანობას რომელიმე საზედამხედველო ორგანო.

ისრაელი

მსოფლიო 1660065689

ისრაელმა პალესტინური რადიკალური დაჯგუფების ლიდერი მოკლა

ისრაელის ძალებმა პალესტინური რადიკალური დაჯგუფების, „ალ აქსას წამებულთა ბრიგადის“ ლიდერი ალ ნაბულსი და მისი ორი თანმხლები პირი მოკლეს. ლიკვიდაციის ოპერაცია ქალაქ ნაბლუსში განხორციელდა.ისრაელის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.ისრაელი ალ ნაბულსის ბრალს იმ დაჯგუფებების ხელმძღვანელობაში სდებდა, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის მოქალაქეებზე შეიარაღებულ თავდასხმებს ახორციელებდნენ.

ყირიმი

ომი უკრაინაში 1660065098

მედიის ცნობით, ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა

ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას, რუსულ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საკის რაიონში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან ახლოს აფეთქებები საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.თავდაცვის უწყების ცნობით, მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია, თუმცა აფეთქებები საბრძოლო ცეცხლის ზემოქმედების შედეგად არ მომხდარა და აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.ყირიმში აფეთქებას გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი და განაცხადა, რომ ნოვოფედოროვკაში აფეთქება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ ვისია ყირიმი.„დღეს მკვიდრი მოსახლეობის საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ყირიმელი თათრები, ყარაიტები და კრიმჩაკები ითვლებიან. დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი. რადგან ეს არის უკრაინა“, – წერს ვერეშჩუკი.

მამა იოანე

საზოგადოება 1660064411

PHOTO: „ასეთი სიხარული მის სახეზე დიდი ხანია არ მინახავს...“ - რა საჩუქარი გაუკეთა წინამძღვარმა მამას 95 წლის იუბილეზე 

რომის სამრევლოს წინამძღვარი იოანე ხელაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 13- წლიანი მსახურების განმავლობაში პირველად აზიარა ოჯახის წევრი.„როდესაც მამას 95 წლის იუბილე ახლოვდებოდა,სულ ვფიქრობდი რა საჩუქარი გამეკეთებინა მისთვის,ისეთი რომ მასაც გახარებოდა და არ ყოფილიყო უბრალოდ ფორმალობა. ადამიანმა რომელმაც დედის გარდაცვალების მერე, ყველაფერი გააკეთა რომ მე და ხათუნასთვის უდედობა შეემსუბუქებინა, დედა, რომელიც 15 წლის ასაკში დავკარგე, ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. მამას ვინც იცნობს იცის, რომ სულ უყვარდა მოწესრიგებულად ჩაცმა და სულ გამოწკეპილი დადიოდა.მოკლედ, ყველა ნივთი რომ განვიხილე, ჰალსტუკიდან დაწყებული სუნამომდე დამთავრებული, რომ ვერაფერს ისეთს რაც ორივეს გაგვახარებდა და გამოიყენებდა ვერ შევარჩიე. შემდეგ ჩემს თავს ვკითხე, შენ რა გაგეხარდებოდა ყველაზე მეტად, შენს დაბადების დღეზე: პირველი რაც ვიფიქრე ეს იყო, უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარება. განახლება სინანულით. განთავისუფლება, განწმენდა ყოველდღიური ცოვდებისგან. ამაზე მეტი ბედნიერება და სიხარული რა უნდა იყოს-თქო, მაგრამ აი მამაჩემისთვის კი ასეთი ბედნიერება თუ იქნებოდა დარწმუნებული არ ვიყავი, რადგან მამა ძველი იმ ათეისტური 70-წლიანი პერიოდის თაობაა და მისთვის რთულად წარმოსადგენი მეგონა.მოკლედ, გადავწყვიტე მეკითხა მისთვის, ყველაზე ძალიან რა საჩუქარი გაუხარდებოდა და ვკითხე ზიარების შესახებ. სამჯერ თუ ოთხჯერ მომიწია გამეორება, ან დაქვეითებული ყურთასმენის გამო, ან ვერ გაიგო საერთოდ რაზე ვესაუბრები-თქო! ჩაფიქრებული რამდენიმე წამის მერე მეძახის: ზიარება, ზიარება, გაბრწყინებული თვალებით, ასეთი სიხარული მამას სახეზე დიდი ხანია არ მინახია. აი ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემი 13 წლიანი მღვდლობის პერიოდში, რომ ოჯახის წევრი თავად მეზიარებინა. ასევე არც ოჯახის წევრები, ხორციელი შვილები, ნათესავები და უახლოესი მეგობრები, რომლებიც ღვთის მადლით ძალიან ბევრი შემძინა ცხოვრებამ.ყველა ასაკის,ყველა პროფესიის თუ სოციუმის წარმომადგენლები. მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, აი მამაო მე შენთან თუ ვეზიარები მხოლოდ.აი შენ თუ ჩაგაბარებ აღსარებას.შენ თუ მოგიყვები,რა უნდა მომიყვე რაც ერთად ვაკეთეთ და ერთად გავიარეთ. აქეთ მოგიყვებით ყველასთქო. ეს არ იქნება ის ჭეშმარიტი ზიარება და სინანული. თქვენ თუ მე მიგაჩნივართ ყველაზე ღირსეული ძალიან ცდებითქო, იმდენი მოძღვარი და მღვდელმთავარი ჰყავს ჩვენს დედა ეკლესიას, ჭეშმარიტად ქრისტეს მოციქულნი, მლოცველნი და მრევლის მსახურნი. ნეტა მათ მივემსგავსო, მათნაირი ქრისტეს და ხალხის მსახური ვიყო.ამიტომ მათ ყოველთვის ვურჩევდი ეკლესიური ცხოვრების დაწყებას, მისვლას მოძღვრებთან, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან ღირსეულნი, ჭეშმარიტად ქრისტეს მოციქულნის მსგავსნი. სამწუხაროდ დღეს გარკვეული ძალები თუ მასმედიის საშუალებები მხოლოდ უარყოფითს აშუქებენ, რაც ყველგან არის სადაც კი ადამიანი მსახურობს, ეს იქნება სამედიცინო დარგში,განათლების სისტემაში, პოლიციაში თუ ხელოვნების დარგში. დარწმუნებული ვარ ყველგან არსებობენ ღირსეულნი და უღირსნი. რატომღაც ღირსეულნი ნაკლებად ჩანან. ეს ჩვენი ადამიანური სისუსტის და ურწმუნოების ბრალია, დავაბრალოდ სხვას ჩვენი ურწმუნოება და ეკლესიის მიმართ ნაკლებად სიყვარული.არადა ეკლესია მუდამ წმიდა იყო და იქნება უკუნისამდე! მას ხომ ვერაფერი და ვერავინ შურაცყოფს ვერასედოს. როგორც ნამდვილი ბრილიანტის ქვა, არც ღარიბის და მდიდარის, არც ღირსეულის და უღირსის ჯიბეში არ დაკარგავს თავის ბრწინვალებას, ისე არ დაეკარგება ეკლესიას თავის სიწმიდე. ჩვენ ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ შევულახავთ ეკლესიას თავის ღირსებას, დანიშნულებას და სიწმიდეს! ღმერთს ვებარებოდეთ!“, - წერს იოანე ხელაია.