ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

თაზო დათუნაშვილი

პოლიტიკა 1711649747

 ხაზარაძის პარტიის წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი UEFA-ს პოზიტიურმა სტატიამ გააღიზიანა

მამუკა ხაზარაძის პარტია "ლელოს" წარმომადგენელი, თაზო დათუნაშვილი, UEFA-ს მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესახებ გამოქვეყნებულმა პოზიტიურმა სტატიამ გააღიზიანა. "იმედის" გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ "ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, საქართველოს ამბიციური ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან წლების განმავლობაში ფეხბურთის განვითარების, დაგეგმვისა და ინოვაციების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კულმინაციაა", დათუნაშვილმა კომენტარის სახით გამოხატა უკმაყოფილება. "ამბიციური და თავხედი დაგავიწყდათ, თავხედიმართლა საღორე ხართ !!! ოქროს ბიჭების და სანიოლის დამსახურება რო კობიაშვილ დუპლეტს გინდათ მიაწეროთ. კიდევ მამუკა მდინარაძის და ანრი-გენრი ოხანაშვილის დამსახურებაც ხო არაა ?  " - წერს თაზო დათუნაშვილი.

ნიკა კვეკვესკირი

სპორტი 1711647535

VIDEO: ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით - ნინო კვეკვესკირი

ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამარჯვების გოლის ავტორის, ნიკა კვეკვესკირის და, ნინო კვეკვესკირი წერს. „ძნელია გადმოვცე ის ყველაფერი რასაც განვიცდი, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლი ამდენი სითბოს, ყურადღების, კეთილი სურვილების და თქვენი საოცარი ემოციების შემდეგ ყველას საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა! პირველ რიგში საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს ვულოცავ ისტორიულ გამარჯვებას, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ!მადლობა ყველა გულშემატკივარს, მოედანზე და სატელევიზიო ეკრანებთან, რომლებმაც მთელი 120 წუთის განმავლობაში მე-12 ნომრად ითამაშეს და ბოლოს-ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით, - წერს ნინო კვეკვესკირი.32 წლის ფეხბურთელი აფხაზეთიდან დევნილია.მისი მშობლები ზუგდიდში ცხოვრობენ, თავად ფეხბურთელი კი თბილისში მეუღლე და შვილებთან ერთად.ნიკას მეუღლეც აფხაზეთიდან დევნილია.რაც შეეხება ნიკას დედას ნანა გერგაიას,რომელიც აფხაზეთიდან დევნილია,ამბობს რომ მისი შვილისადმი მედიის მხრიდან დაინტერესების გამო, კომენტარისგან თავს იკავებს.„თავად ნიკა გასცემს ყველას პასუხს,გთხოვთ არ გვიწყინოთ“,-გვითხრა დედამ.

მთავარი არხის დირექტორი

პოლიტიკა 1711647240

ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები

მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ამის შესახებ „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.გვარამიას თქმით, გადაწყვეტილება მის ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. „ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალ-ცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. კომიტეტის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოსთვის და მის პრაქტიკაში მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება (მით უმეტეს, ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე) სრულიად უგულებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული. მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება. სხვა თუ არაფერი, სამართლებრივი ეთიკის საკითხია, რომ უფრო მეტად აღარ განვავრცო ეს თემა“ - წერს გვარამია Facebook-ზე.

one

საზოგადოება 1711646871

რა ეღირება OneRepublic-ის ბილეთები? - Black Sea Arena საფასო კატეგორიებს აქვეყნებს

 OneRepublic-ის ბილეთების საფასო კატეგორიები გამოქვეყნდა. Black Sea Arena-ს ცნობით, ბილეთების ფასი 140 ლარიდან იწყება და 550 ლარამდე იზრდება.ბილეთების გაყიდვა ხვალ, 29 მარტს 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. Black Sea Arena-ს ინფორმაციით, BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring ბილეთებს შეიძენთ, TKT.ge-ზე კი ნებისმიერ კატეგორიას.Starring Georgia, TBC და VISA-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიიღეთ:20% ყველა კატეგორიის ბილეთზე TBC VISA ბარათით შეძენისას;30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე TBC Youth ბარათით შეძენისას;30% VIP კატეგორიის ბილეთებზე TBC Concept ბარათით შეძენისას;15% ყველა კატეგორიის ბილეთზე TBC განაწილებით შეძენისას;ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში.

ჩაი

რჩევები 1711646061

რა სარგებელს მიიღებთ თუ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ჯინჯერის ჩაის დალევთ

ჯინჯერის სასარგებლო თვისებები ამოუწურავია. განსაკუთრებით სასარგებლო კი ის საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაა.სპეციალისტების განმარტებით, ჯინჯერის, იგივე კოჭას ფესვების ნახარში კარგია ღრძილების ანთების წინააღმდეგ, აუმჯობესებს გულის სიჯანსაღეს, კარგია გულისრევის შეგრძნების წინააღმდეგ და ასევე ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.ბლოგერი ამანდა მაკკოი ჯინჯერთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.„გადავწყვიტე ახალი ჯინჯერი ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე მიმეღო. მისი მიღების სხვადასხვა გზები არსებობს, მაგრამ მე გადავწყვიტე ის ყოველ დილას და საღამოს ჩაის სახით დამელია. მისი მომზადება ძალიან მარტივია. უბრალოდ კოჭას ადუღებული წყალი უნდა დაასხათ და დაელოდოთ რამდენიმე წუთი“, - ამბობს ამანდა.ბლოგერის თქმით, მას ჰქონდა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე პრობლემა და ჯინჯერის ჩაის მიღებისდაწყების დღიდანვე იგრძნო ამ თვალსაზრისით შვება. განსაკუთრებული ეფექტი კი მას უკვე მესამე დღიდან ჰქონდა„ამ ჩაის საშუალებით ასევე მე დავამარცხე კუნთების ტკივილი, რომელიც ვარჯიშის გამო მაწუხებდა. ვარჯიში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ იმდენად მაწუხებდა ყოველი ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილი, რომ ეს უკვე გაუსაძლისი იყო. ჯინჯერის ჩაის მიღებიდან მეოთხე დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი კუნთები გაცილებით გაძლიერდა და ტკივილი აღარ იყო წინანდელივით მძაფრი. ზოგადად, მჯერა, რომ ბუნებრივი საშუალებების გამოყენება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მედიკამენტების. მაგალითად პიტნის ზეთი მეხმარება თავის ტკივილის წინააღმდეგ და თაფლს ვსვამ ყელის ტკივილის დროს. ორივე მათგანი საოცრად ეფექტურია“, - ამბობს ბლოგერი.შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ თუ ერთი კვირის განმავლობაში ჯინჯერის ჩაის მიიღებთ, მოგიწესრიგდებათ საჭლის მომნელებელი სისტემის მუშაობის ხარისხი, კუნთოვანი სისტემა გახდება უფრო ძლიერი, ამასთანავე ის დადებითად იმოქმედებს თქვენს პირის ღრუზე, კბილების სიჯანსაღეზე, გაუმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ხარისხიც.შეიძლება თუ არა ერთ კვირაზე მეტხანს ჯინჯერის ჩაის მიღება? სეციალისტების რეკომენდაციით, ერთ კვირაზე მეტხანს ამ ჩაის მიღება არ შეიძლება, თუმცა ერკვირიანი კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველ მეორე თვეს.