ვიდეოები

1701953954

„დაშორება გააზრებული იყო, მაგრამ მაინც მტკივნეული აღმოჩნდა...“ - ქეთი ჩხეიძე პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებში“ მსახიობი ქეთი ჩხეიძე მეუღლესთან დაშორების ტკივილიან ეპიზოდს იხსენებს:„მისგან იყო ხელის შეწყობა, აღფრთოვანება ჩემი პროფესიის და ჩემ მიმართაც. პირველი წლები მოცული ვიყავი ჩემი დედური მდგომარეობით…დაშორება გააზრებული იყო, მაგრამ მაინც მტკივნეული აღმოჩნდა. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, მტკივნეული იყო და დიდხანს გამყვა. მქონდა ეჭვები, რამდენად სწორი იყო ეს ყველაფერი, ბავშვები მაინც მთავარია, როცა მათ ბედ-იღბალს შენ შენებურად გადაწყვეტ… მე მივიღე დაშორების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ერეკლემაც, მაგრამ – მე… დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო…“ასევე ნახეთ:„11 დღე იყო უგონოდ, მაგრამ ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა... “- საბედისწერო სიყვარული, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლოVIDEO: „ეს ბიჭი ჩამივარდა მუხლებში და ატეხა ღრიალი...“ - მამა შალვა კეკელიას ნაამბობი, რომელიც შეგძრავთ„ნაწარმოები პირველად რომ გამოქვეყნდა, ილარიონი საყვედურობდა, მომჭრა თავი მთელ სოფელში, რა დაწერა აგი ამფერიო…“ – დუმბაძის წიგნის გმირების ნამდვილი ამბები

ქეთი ჩხეიძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1701321394

500 და 1000 ლარი ოჯახებს-ნახეთ, ვინ მიიღებს ფულად დახმარებას

სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს, რომლის მიზანია ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა.ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.რას მოიცავს პროგრამა?ფულადი დახმარების ოდენობა 500 ლარს შეადგენს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:ა) 300 ლარი - მე-3 ახალშობილზე;ბ) 500 ლარი - მე-4 ახალშობილზე;გ) 1000 ლარი - მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან ("თიბისი ბანკი") ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)• ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი

სხვა სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე

საზოგადოება 1701982821

ჩვენ ყველანი ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი რეალური პერსპექტივაა - პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს  უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.,,მოხარული ვარ თქვენი აქ მობრძანებით. ვთვლი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კამპანია - „ჩვენი ხმა ევროპას“ [რომელიც თხუთმეტ დეკემბერამდე დასრულდება] ყოფილიყო სრულყოფილი კამპანია, რომელიც მოიცავდა საქართველოში ყველა წარმოშობის მოქალაქეს, რადგან ევროპა სწორედ მოქალაქეობაა. მოქალაქეს კი, არ აქვს ეროვნება, უფრო სწორად - თავისი ეთნიკური წარმოშობით, თავისი რელიგიური მრწამსით, თავისი ძირით და ფესვებით სრულყოფილი მოქალაქეა და ევროპული ტიპის სახელმწიფოში ყველას უნდა ჰქონდეს წარმატებისა და სრულყოფილად არსებობის საშუალება.ამის საშუალება საქართველოში ყოველთვის იყო და დღესაც არის. სწორედ ამით და თქვენით, საქართველო ევროპელი იყო სანამ ევროპა ევროპელობდა და  ევროპული იქნება იმიტომ, რომ საქართველოს კულტურაში ეს ფასეულობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას ჰქონოდა თავისი იდენტობის, თავისი ენის, თავისი მრწამსის შენარჩუნების და განვითარების საშუალება. ამით თქვენ ჩვენთან ერთად და ჩვენ თქვენთან ერთად ვუგზავნით ჩვენს ხმას ევროპას - რომ ეს არის ის საფუძველი, რომელზეც გვინდა, რომ მომავალი სახელმწიფო აშენდეს. ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოა, რამე თუ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი რეალური პერსპექტივაა, რათა იქ, სადაც ჩვენ ვართ, მშვიდობიანად განვვითარდეთ და მივიღოთ ყველა ის კეთილდღეობა, რაც ევროპას მოაქვს. პირველ რიგში, გამყარდეს ის თავისუფლება, რომელიც ყველას ინდივიდუალურად საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ. მინდა ყველას ასეთ ხვალინდელ საქართველოში ცხოვრება გისურვოთ.მინდა დღევანდელი დღე - აქ ერთად ყოფნის დღე, ყველას მოგილოცოთ. მინდა ებრაელ თანამოქალაქეებს მოგილოცოთ ხანუქას დაწყება. მომავალი კვირის დღესასწაულს ვულოცავ ეზიდებს, ხოლო კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს მომავალ შობას. ყველა დღესასწაულს ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ, რადგან ერთად ცხოვრება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთამნეთს არა მხოლოდ პატივს ვცემთ, არამედ ერთად ვზეიმობთ და ერთად ვგლოვობთ, გლოვის ჟამს. დღეს მინდა ვახსენო სომხებისთვის ეს მძიმე დღე - სპიტაკი, რომელიც 35 წლის წინ მოხდა და ეს არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ის ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და აქ მცხოვრები სომხური წარმოშობის ქართველი მოქალაქეები ამ დღეს ძალიან მძიმედ იხსენებენ და  მათთან ერთად ჩვენც.მინდა ყველას სასიამოვნო საღამო გისურვოთ. ეს იმ ტოლერანტობის ზეიმი იქნება, რომელიც ჩვენი ნიშანია, იყო და არის კავკასიის ნიშანი და მომავალშიც, ევროპულ კავკასიაში, ჩვენი დამახასიათებელი ნიშანი იქნება.“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ნიკა მელია

პოლიტიკა 1701981978

ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს

„ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ, ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს. „ეს პარტია ძალიან ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის. იქნებიან სკეპტიკოსები, ბევრი მინახავს ასეთი, მაგრამ შემდეგ მათ პოზიცია შეუცვლიათ. ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაცია, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება და დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას. მნიშვნელოვანი მუშაობა იქნება გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შარანგია

საზოგადოება 1701981876

„ისე გარდაიცვალა, არ იცოდა, რომ ერთად აღარ ვიყავით... ვეღარ ვხვდებოდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება...“ - რას ჰყვება თათია შარანგია

პიანისტი და ტელეწამყვანი, თათია შარანგია, გადაცემა “სთორის” მეშვეობით ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე გვიყვება. ამჯერად, თათია გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარია და საკუთარი ცხოვრების შესახებ გულწრფელად საუბრობს.როგორც გადაცემის ანონსიდან ვიგებთ, თათია ამბობს, რომ ედუარდ შევარდნაძე ისე გარდაიცვალა, მას არ სცოდნია, რომ მისმა შვილიშვილმა ოჯახი დაანგრია. „ისე გარდაიცვალა, მან არ იცოდა, რომ ერთად აღარ ვიყავით...  15 წუთში თითქოს ჩამოინგრა ჩემთვის ყველაფერი, საერთოდ არაფერი მინდოდა...“, - ამბობს თათია. ნახეთ, ვიდეო:ასევე ნახეთ:VIDEO: „მიესალმე ხალხს...“ - ვრცელდება ნიცა თავაძის კადრებიVIDEO: „სახლიდან წასვლის შემდეგ, ბებიის სამძიმარზე ვნახე...“ - ისტორია, რომელმაც „პრაიმ ჰაუსელები“ აატირა

მარტინ გრიფიტსი

მსოფლიო 1701981667

ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაცია არ მიმდინარეობს - გაერო

ღაზაში მოქმედი ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელსაც შეიძლება, ეს სახელი ეწოდოს, არ არსებობს, – ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.მისივე თქმით, ღაზის სექტორის სამხრეთით მიმდინარე სამხედრო თავდასხმა არის ისეთი, როგორიც იყო ჩრდილოეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ დამხმარე სააგენტოებისთვის სამუშაოდ უსაფრთხო სივრცე არ არსებობს.გრიფიტსმა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, დახმარების სააგენტოები რჩებიან ღაზაში და არ მიატოვებენ ხალხს, თუმცა მათ არ იციან, რით დამთავრდება ეს.მისივე თქმით, მიმდინარეობს დისკუსია ისრაელთან, კერემ შალომის გადასასვლელის გახსნის შესახებ, რათა ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.„ჩვენ არ გვაქვს ჰუმანიტარული ოპერაცია სამხრეთ ღაზაში, რომლისთვისაც ამ სახელის დარქმევა ჯერ კიდევ შეიძლება. ჩვენი ოფისი ჯერ კიდევ ღაზაშია, ჩვენ კვლავ გვყავს სატვირთო მანქანები, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან რაფაჰას სასაზღვრო პუნქტით, მაგრამ ეს არ არის სტაბილური. ეს არ არის საიმედო და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არამდგრადი. ერთადერთი სერიოზული გამოსავალი, ცეცხლის შეწყვეტაა“,- განაცხადა გრიფიტსმა.

ფული

ფინანსები 1701980522

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 8 დეკემბერს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6790 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6860 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8850 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8987 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0137 ლარი შეადგინა. ასევე ნახეთ:„არ მისცეთ ორგანიზმისთვის ეს უსარგებლო პროდუქტები...“ - პედიატრი მშობლებს მიმართავსწონის დაკლების საუკეთესო „ზარმაცი გზები“ - ექსპერტის რჩევებიგინდათ, რომ 2024 წელი სასიყვარულო ამბებით იყოს დატვირთული? - ნახეთ, ასტროლოგთა რჩევა