ვიდეოები

1652958541

VIDEO: „ცხრა სიცოცხლე გაქვს?! ადექი, ჩაალომბარდე, ძმა და ფული მოიტანე...- შსს-მ ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა

შსს-მ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც, უწყების ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრების საუბარი ისმის. ბრალდებულები სხვადასხვა პირისგან თანხას ითხოვენ, ასევე, ერთ-ერთი მათგანი ჰყვება არაადამიანური მოპყრობის შესახებაც."მე ვუყვიროდი, მოიჭერი ყური და გადაყლაპე, შენი დედა.... ვხედავდი, ყური როგორ მოიჭრა და როგორ გადაყლაპა," - ამბობს ჩანაწერში მ.გ., რომელსაც, შსს-ს ინფორმაციით, ბრალი „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის წარედგინა.სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, იმერეთში და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს უკავშირდებოდნენ.ბრალდებულები "ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულები ე.წ. გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ კი გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთი მოდავე მხარის და თავის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული  თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გასვლის შემდეგ კი საჯარიმო გადასახადს სთხოვდნენ. 

qurdebi 76

ომი უკრაინაში

სოციალური თემა

puli

1651821060

300-ლარიანი ვაუჩერი მთავრობისგან საჩუქრად - ნახეთ სად, როდის და როგორ შეძლებთ მის აღებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ფერმერების წახალისებას ითვალისწინებს.ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10 მაისიდან დაიწყება.ვის, როდის და სად დაერიცხება ქულებიქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.როდის დაიწყება ქულების დარიცხვააგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.ბარათით სარგებლობის ვადააგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.რის შეძენას შეძლებენ ფერმერებიბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

სხვა სიახლეები

ტანკი

ომი უკრაინაში 1653029127

28 700 ჯარისკაცი, 1 263 ტანკი - რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკრაინის გენშტაბის მონაცემებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:ჯარისკაცი - დაახლოებით 28 700;ტანკი - 1 263;ჯავშანტექნიკა - 3 090;საარტილერიო სისტემა - 596;სარაკეტო სისტემა - 200;საზენიტო საბრძოლო სისტემა - 93;თვითმფრინავები - 204;ვერტმფრენი - 168;სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 162;ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 460;გემი/ნავი/კატარღა - 13;სპეციალური აღჭურვილობა - 43; 

ბაიდენი

მსოფლიო 1653028896

კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკრაინას, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან - ბაიდენი

"მივესალმები კონგრესს, რომელმაც მკაფიო ორპარტიული მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს, რომ ამერიკელი ხალხი მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მათ დემოკრატიასა და თავისუფლებას იცავ", - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინისათვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას.„ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების, ეკონომიკის, სურსათისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უკრაინისათვის და კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკრაინას, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

noneshvili

კულტურა 1653028260

ვის მიუძღვნა იოსებ ნონეშვილმა ცნობილი ლექსი – „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“

იოსებ ნონეშვილის შემოქმედებაში სატრფიალო ლირიკა ყოველთვის ჭარბობდა. ამის ერთერთი საუკეთესო ნიმუშია ლექსი „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“, რომელსაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, თუმცა ვინ იყო ამ ლექსის შექმნის შთაგონების წყარო და ვის მიუძღვნა დიდმა პოეტმა ეს ლექსი ბევრისთვის უცნობია.როგორც ირკვევა, ახალგაზრდა პოეტს ლექსი თბილისელი ქალბატონის, რუსუდან მაისურაძის სილამაზემ დააწერინა. ღია ფერის თმებს და ჭრელ თვალებს, იოსები ისე მოუხიბლავს, რომ შუამდგომლობისთვის მისი მამისთვისაც მიუმართავს.„შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდადა დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი…და ვით დიდებას აწგარდასულ საუკუნეთა,სულ ერთი არის, მე შენმაინც შეგიყვარებდი“.ასეთი სიტყვების მიუხედავად, პოეტი მაინც იმედგაცრუებული დარჩა… მათი სიყვარული არ შედგა. მისი ბოჰემური ხასიათი რუსუდანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამ თემაზე არასდროს ულაპარაკია. ალბათ, თვლიდა, რომ ასეთი ლექსის მიძღვნის ღირსი არ იყო…ეს ისტორია რუსუდანის შვილებმა მხოლოდ გადმოცემით, ნათესავებისა და დედის მეგობრებისგან იციან. მაია კაკაბაძე (რუსუდან მაისურაძის შვილი):„თვითონ დედას ეს ისტორია არასდროს მოუყოლია. საერთოდ არ უყვარდა თავის თავზე ლაპარაკი და ქებადიდება. სხვაზე უთქვამს, ჩემი თაყვანისმცემელი იყოო, იოსებ ნონეშვილზე არასდროს. ეს ამბავი მე ნათესავებისგან გავიგე და რომ ვკითხე, არ მომწონდაო, – მიპასუხა. იმ ასაკში, ალბათ, უფრო დიდ ყურადღებას აქცევდა გარეგნობას. ძალიან ემოციური, ეგზალტირებული და ბოჰემური ადამიანი იყო, ამიტომ ვუთხარი უარიო.როგორც პიროვნებას და პოეტს ძალიან აფასებდა. ამბობდა, ძალიან კარგი და გამორჩეულია საქართველოს პოეტებს შორისო, თუმცა პარტნიორად და მეუღლედ ვერ წარმოედგინა. ერთმანეთი სავარაუდოდ ოპერაში გაიცნეს, რადგან დედა ხშირად დადიოდა ოპერაში. იოსებ ნონეშვილი ბაბუაჩემსაც ემეგობრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში მათ შორის დიდი სხვაობა იყო.წლები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ მასთანაც მისულა პოეტი და უთხოვია, თუ შეიძლება თქვენს შვილთან შუამდგომლობა გამიწიეთო. ბაბუაჩემი საკმაოდ არატიპიური ქართველი კაცი იყო, რომელიც თვლიდა, რომ შვილების ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიო. ამიტომ უთხრა, წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ შენ უთხარი და შენი პრობლემები თვითონ მოაგვარეო.ერთხელ ჩვენმა ნათესავმა უთხრა დედას, გახსოვს, შენ რომ მოგიძღვნა იოსებ ნონეშვილმა ლექსიო? კი შეიძლებაო, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ასეთი ლექსის ღირსი ვიყავიო და მეტი აღარაფერი უთქვამს. სულ ეს არის, რაც ამ თემის გარშემო ვიცი“.იოსებ ნონეშვილის მიერ „საქართველოს დედოფლად“ წოდებული ქალი, არაორდინარული და საბჭოთა რეალობიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი პიროვნება იყო. არ უყვარდა გარე სამყაროსთან კონტაქტი, გულუბრყვილო და მოწესრიგებული ქალი იყო. პროფესიით რუსული ენის სპეციალისტი, 50 წლის განმავლობაში სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდა. როგორც ლექტორი მკაცრი იყო, მაგრამ ოჯახში რადიკალურად განსხვავებული.ოჯახი 35 წლის ასაკში შექმნა. ამირან კაკაბაძე მისთვის იდეალური მეუღლე აღმოჩნდა, თუმცა ბედნიერებამ ცოტა ხანს გასტანა. 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ქმარი 50 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაეცვალა. ორი შვილის – მაიას და ლიკას აღზრდა მარტოს მოუწია. უყვარდა პოეზია და კითხვა. სხვადასხვა ლიტერატურას რუსულიდან ქართულად თარგმნიდა, მაგრამ არასდროს გამოუქვეყნებია. ნონეშვილის სატრფიალო სილამაზე ბოლომდე შეინარჩუნა. რუსუდან მაისურაძე 2004 წელს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა… (სტატია მომწადებულია გაზეთ „პრაიმთაიმის“ არქივიდან)

უკრაინის პრეზიდენტი

ომი უკრაინაში 1653027852

ზელენსკი Time-ის მკითხველებმა 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს

ამერიკული გამოცემის Time-ის მკითხველების აზრით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა.მეორე ადგილზე Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი, მესამეზე კი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი გავიდა. მეოთხეზე კორონავირუსთან მებრძოლი მედიკოსები არიან. მეხუთეზე კი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.ზელენსკიმ 3,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, რაც ხმების 5%-ია, ნათქვამია Time-ის სტატიაში.2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების საბოლოო სია 23 მაისს გამოქვეყნდება.

ილია-მეორე

ისტორიები 1653027715

„ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა...“ - უცნობი ამბავი ილია მეორის ცხოვრებიდან

45 წლის წინ, 1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრებამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლად ერთხმად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი. იმ დროს ის 44 წლის იყო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ინტრონიზაცია კი სვეტიცხოვლის ტაძარში 25 დეკემბერს შედგა.ამ დღესთან დაკავშირებით ილია მეორეს ნათესავის ნელი შიოლაშვილის მოგონებაზე ჟურნალი „ეპიზოდი“ წერს.„საზეიმო აღსაყრდების გამო ბანკეტი სასტუმრო „ივერიაში“ გაიმართა. შემდეგ კი მოტოციკლეტისტების ესკორტმა სიონის გვერდით, საპატრიარქო რეზიდენციამდე მიაცილა. რამდენიმე ნათესავიც მიჰყვა. პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან სოხუმიდან ჩამოყოლილი მოხუცი მონოზონი, მატუშკა მანიფა შეეგება, მუხლებში ჩაუვარდა, პატრიარქობა მიულოცა. მოხუცი წამოაყენა, თავზე ხელი გადაუსვა, დალოცა და ცარიელ შენობაში შევიდა. დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც. საგანგებოდ მორეცხილი იატაკს შავ ლაქებად აჩნდა სისველე. ოთახის კედლებზე წინამორბედ პატრიარქთა სურათები ეკიდა, ყველასთან მივიდა, გაჩერდა, პირჯვარი გადაიწერა და ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მადლობა მოახსენა. შემდეგ ისევ გამოვიდა, ნათესავებს დაემშვიდობა.გულდამძიმებული წამოვიდა ნელი შიოლაშვილი, ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა. შინდაბრუნებულმა დედას უამბო, როგორ ჩატარდა აღსაყდრება, როგორ მიაცილეს საპატრიარქომდე მათი საამაყო ბიძაშვილი და სრულიად მარტო, ერთი სუსტი, გაცრეცილი მოხუცის ანაბარად დატოვეს. – როგორ, ჯალაბობიდან არავინ დარჩა? – იკითხა დედამ. – დედა, დღეიდან მისი ჯალაბობა მთელი საქართველოა და ის უნდა იყოს ყველას პატრონი, – უპასუხა ნელიმ.იმ საზეიმო დღეს ერთმა სასულიერო პირმა დანანებით თქვა: პატრიარქმა ჩაიბარა სუდარაგადაფარებული ეკლესიაო. ეკლესიას მრევლი არ ჰყავდა, ქრისტიანობის მაღალი იდეალები ყოფით ჩვევებს შეეცვლა. არავინ იცავდა მარხვას, არ იღებდა ზიარებას. ცხვრის შეწირვა ღვთიურ ცხოვრებად მიიჩნეოდა. მოქმედებდა მხოლოდ 34 ეკლესია, 4 მონასტერი, იყო სულ 80 სასულიერო პირი, 7 მღვდელმთავარი. ეკლესიებში მოწყობილი იყო ბიბლიოთეკა, თეატრი, საწყობი, აბანოც კი. ისტორიული საპატრიარქო შენობა მილიციის მთავარ სამმართველოს ეჭირა. არსებობდა მხოლოდ ერთი სასულიერო სემინარია, არ იბეჭდებოდა არანაირი რელიგიური ლიტერატურა. გალობას და ხატწერას არავინ აქცევდა ყურადღებას.ახალ პატრიარქს არ ჰქონდა არავითარი დასაყრდენი, გარდა რწმენისა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ჩიხი, კედელი, მთავარია, რა ნაბიჯს გადადგამ.1989 წელს თავფარავნის ტბისა და ფოკას მონახულება გადაწყვიტა. საბჭოთა კავშირს იქ სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა გახსნილი და საგანგებო საბუთის გარეშე არავის უშვებდნენ. პატრიარქს თან პასპორტი არ აღმოაჩნდა და მესაზღვრეებმა უარი უთხრეს, ვერ გაგატარებთო. მოხერხდა და შეუშვეს იმ ადგილების მოსანახულებლად, საიდანაც წმიდა ნინო საქართველოში შემოვიდა. დახვდა სრულიად დარღვეული ეკლესია და ხალხი, რომელთაც ქართულად ერთი სიტყვის წარმოთქმა არ შეეძლო.გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო: – მე ვიქნები პირველი ქართველი, ვინც აქ ფუძეს გაიჩენს. – ეკლესიის ახლოს მდგარი სახლი შეისყიდა და იქ ჩაეწერა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური მისამართი გახდა: ბოგდანოვკის რაიონი, სოფელი ფოკა…საქართველოს ეკლესიამ ისტორიულად კუთვნილი ადგილი და აღიარება უნდა დაიბრუნოს – ეს გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. 10 წელი, 1979 წლის მაისიდან 1990 წლის 4 მარტამდე, განუწყვეტელი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, არაერთი დაძაბული შეხვედრა გაიმართა სტამბოლსა და თბილისში. მართლაც რომ, თითოეულ სიტყვაზე იყო დავა. ქართული მხარე მოითხოვდა ჩაწერილიყო არა „ვამტკიცებ“ ან „ვადასტურებ“, არამედ „ვცნობ უძველეს ავტოკეფალიას“ და მიაღწიეს ამას.რჩებოდა მირონის დამზადების უფლება. სრული ავტოკეფალიისათვის კი ეს უფლებაც აუცილებელია. ბერძენმა მღვდელმთავარმა განაცხადა: წმიდა მირონს ჩვენი ხარჯით გამოგზავნით ხოლმეო. ილია მეორე წამოდგა, სახეზე შეუვალობა გამოესახა: – ქართველი ხალხი ასეთ აღიარებას არ მიიღებს. ვერავინ იკისრებს ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას, რომ ავტოკეფალიურმა ეკლესიამ მირონი კონსტანტინეპოლიდან მიიღოს! – პატრიარქმა მოლაპარაკება შეწყვიტა და სტუმრებს დაემშვიდობა.მსოფლიო საპატრიარქო იძულებული გახდა, დაეთმო და მიეღო საქართველოს ეკლესიის პირობები. მირონის შესახებ ჩაიწერა: „გადაწყდეს ტრადიციის მიხედვით“. ტრადიციულად კი, მირონი საქართველოში იხარშებოდა…ომი 8 აგვისტოს დაიწყო. მდგომარეობა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ ჯარმა უკან დაიხია, მოსახლეობა აიყარა და დახოცილი მეომრები ბრძოლის ველზე დარჩნენ. არანაირმა ხერხმა არ გაჭრა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა არავის მისცეს. კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გორსა და ნიქოზში შესასვლელად კორიდორის გაკეთება სთხოვა. თუმცა პასუხი ვერ მიიღო, სასულიერო პირებთან ერთად 15 აგვისტოს გორში ჩაბრძანდა. შემაძრწუნებელი ტრაგედია ტრიალებდა ქართლში – იბომბებოდა გორი, იწვოდა ბორჯომის ტყეები, აღმოსავლეთსა და დასაველეთს შორის მიმოსვლა ჩაკეტილი იყო, საავტომობილო გზა დანაღმული, მონასტრები და ეპარქიები დარბეული და გაძარცული. პატრიარქის ავტორიტეტმა მტერთანაც გაჭრა, მოსახლეობას შეხვდა, დაამშვიდა, საკვები დაარიგეს. უკან დაბრუბისას 6 დაღუპული ჯარისკაცი გადმოასვენეს, შემდეგ სხვა სასულიერო პირებმა გააგრძელეს ეს უმძიმესი, მაგრამ აუცილებელი საქმე“