1781764878
1781505293
იზმირში კატამ „რომეო და ჯულიეტას“ ფინალი ჩაშალა და ვარსკვლავი გახდასოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები კატის მონაწილეობით, რომელიც სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე დრამატულ მომენტში თეატრის სცენაზე გავიდა.სასაცილო ინციდენტი თურქეთის ქალაქ იზმირში, რუსული საბალეტო დასის საგასტროლო გამოსვლისას მოხდა. როგორც კადრებში ჩანს, ყველაზე კულმინაციურ მომენტში, როდესაც რომეო გარდაიცვალა, ჯულიეტა კი უკვე გაცოცხლდა და ისინი აკლდამაში არიან, კატამ „მკვდარი“ რომეოს თმით თამაში დაიწყო. მაყურებლები კი სპექტაკლის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში სიცილს ვერ იკავებდნენ.
1779121548
რა იცვლება სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში - დეტალები
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, სტუდენტთა სწავლის დაფინანსების ის პროგრამა,რომელიც თბილისის მერიის მიერ ხორციელდება, ტრანსფორმირდება და „დიდი ალბათობით“ სტიპენდიების დაფინანსებისკენ მიიმართება.ამ თემაზე გაბისონიამ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. გაბისონიას თქმით, სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროგრამები, რომელიც უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა, სხვა მიმართულებით არ გადავიდეს და მათ შორის სტიპენდიების მხარდაჭერისთვის დარჩეს.„სოციალური მიმართულებით გვაქვს სტიპენდიები. ჩვენ სტიპენდიები გავაორმაგეთ და ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით დამატებითი სტიმულაციები გავაკეთოთ. თბილისის მერიას დღემდე აქვს პროგრამა - თბილისის მოსახლობისთვის სოციალური მხარდაჭერის ნაწილში სწავლის კომპონენტს უფინანსებდა და ის, ვინც გრანტში ვერ მოხვდებოდა, უნაზღაურებდა, რაც ძალიან კარგი პროგრამაა. თუ სწორად მახსოვს, ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონ ლარამდეა.თბილისის ვიცე-მერთან შეხვედრა გვქონდა. თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივა იყო, თუ რა პროექტებზე შეგვეძლო გვემუშავა ამ მიმართულებით. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ეს თანხა სტუდენტების სტიპენდიების მხარდაჭერის პროგრამებისკენ მიემართოს, რაც მერის მიერ მოწონებული იყო. დიდი ალბათობით ამ საბიუჯეტო სახსრების ტრანსფორმირება სტუდენტების სტიპენდიების ნაწილში მოხდება. ის თუ რა ლოგიკით იქნება, ეს დასამუშავებელია. მერია ამ საკითხზე სამინისტროსთან და უნივერსიტეტებთან ერთად იმუშავებს და ოპტიმალურ მოდელამდე მივალთ.ანალოგიურად მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თავდაცვის სამინისტროს აკადემიასთან. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრუქტურული ერთეული არ არის, ავტორიზაცია აკრედიტაციის ნაწილში ხარისხის უზრუნველყოფას ჩვენი სამინისტრო ახდენს. ამიტომ მათთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ.ყველა ის პროგრამა, რომელიც უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სხვა მიმართულებით არ იქნას გადატანილი და დარჩეს მათ შორის სასტიპენდიო მხარდაჭერის ნაწილში“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრიდან ამოქმედდა, სტუდენტთა საგრანტო დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საგრანტო სისტემა მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლესს სასწავლებლებში სწავლის სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოდელით ჩანაცვლდა.იმავდროულად, 2025 წლის დეკემბრის კანონით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ იმ სტუდენტთა სწავლის დაფინანსება, რომელიც 2026 წლამდე მოიპოვეს, სახელმწიფოს მიერ 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით გაგრძელდებოდა, რაც მათ ახალი კანონის მიღებამდე ჰქონდათ მოპოვებული.ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ცვლილებებს, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ.„ინტერპრესნიუსი“
რა შემთხვევაში მოუწევს ბანკს სესხის ჩამოწერა
1777050838
სხვა სიახლეები
ტაბლოიდი • 1781778653
„ძალიან ბედნიერი ვარ...“ - მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი კვლავ ერთად არიან
ცოტა ხნის წინ, ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა სოციალურ ქსელში გამომწერები პირადი ცხოვრების შესახებ კარგი სიახლით გაახარა. მან ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მეუღლეს შეურიგდა: „ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ შევრიგდით. მინდოდა ეს სიხარული თქვენთვისაც გამეზიარებინა...“-წერს ნაკანი.ცნობისთვის, ფოტოგრაფი მარი ნაკანი რამდენიმე თვის წინ ტაბლოიდური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მარი ნაკანმა გამომწერებს, უამბო, როგორ მოულოდნელად წავიდა გიორგი მისი ცხოვრებიდან.„მენტალური დღის სტაციონარში ვიწექი და ერთ მშვენიერ დღეს გიორგიმ აღარ მომაკითხა. წავიდა სახლიდან, წაიღო ნივთები, მერე „გაიჩითა“ სთორი რომ საბერძნეთშია, არც ვიცი, მარტოა თუ ვინმესთან ერთად, ძალიანმეტკინა“, – ამბობდა მარი ნაკანი.ფოტოგრაფი ამ მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, რის გამოც გამომწერები და გულშემატკივრები ამხნევებდნენ.
სამართალი • 1781776967
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს.დღეს პროკურატურის მოწმეებს გამოკითხავენ და მტკიცებულებებს გამოიკვლევენ."დღეს დაიკითხება 7 პირი. დაიკითხებიან საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირები, რომლებიც პარტიების ოფისის ჩხრეკებში მონაწილეობდნენ. ასევე, დაიკითხება პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ პარლამენტის ფუნქციონირების შეწყვეტასთან და მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოგვაწვდის ინფორმაციას. გარდა ამისა, დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებიც იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე და ფლობენ ინფორმაციას საქმეზე არსებულ ბრალდებული პირების ძალადობრივი მოწოდებებთან დაკავშირებით. ამ საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეო-ჩანაწერები, საჯაროს გავრცელებული ინფორმაცია მათი მოწოდებების, ასევე, არაერთი გამომძიებლისგან მოწოდებული ინფორმაცია მათი ძალადობრივი ქმედებების შესახებ," - აღნიშნა პროკურორმა ანა ხუბეჯაშვილმა.მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვთ სხვადასხვა მუხლით, მათ შორის საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებისთვის.
სპორტი • 1781776827
მუნდიალი 2026 - პატარა ქვეყნები დიდი ოცნებით
სპორტი, რომელიც გამარჯვების სიხარულს საერთო დღესასწაულად აქცევს. სპორტი, რომელიც მილიონობით ადამიანს ერთი ოცნების გარშემო აერთიანებს - ეს ფეხბურთია!მწვანე მინდორზე დაწერილი ისტორია, ოცნების დევნა 90 წუთის განმავლობაში, ხან გამარჯვების გზა, ხან კი მარცხით განცდილი სევდა. აქ ერთი წამიც საკმარისია, რომ უცნობი სპორტსმენი ლეგენდად იქცეს. ერთი შეხებაც კი საკმარისია, რომ მთელი სტადიონი საერთო ტალღამ მოიცვას და ყველას გული ერთ რიტმში აძგერდეს.სწორედ ასეთი დღესასწაული დაიწყო. ის, რასაც ყველა გულშემატკივარი 4 წელში ერთხელ ყველაზე დიდი სიხარულით ელის - მსოფლიო ჩემპიონატი 2026. მიმდინარე მუნდიალმა, კი ყველაზე უკეთ დაგვანახა, რომ პატარა ქვეყნებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი არა მხოლოდ ტურნირი, არამედ ისტორიის დაწერის შანსია.ახალი საფეხბურთო წესები და რუკათუკი "რუსთავი 2"-ზე საფეხბურთო დღესასწაულს თვალს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ წლევანდელი ჩემპიონატი განსხვავებული წესებით ტარდება. მუნდიალმა მოედნის კარი ფართოდ გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს ოცნების ახდენის მეტი შანსიც გაჩნდა.სპორტულ ენაზე რომ ვთქვათ: მაშინ, როცა ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველობისთვის მხოლოდ 32 ნაკრები იბრძოდა, ახლა 48 ქვეყანა მონაწილეობს, რაც ტურნირის ისტორიაში პირველად ხდება.გაიზარდა მატჩების რაოდენობაც. პირველად ხდება ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა მასპინძლობს - ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა. რადგან მატჩები მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის ფონზე ტარდება, ალბათ ეგრეთ წოდებული წყლის შესვენებებიც თვალში მოგხვდებოდათ, საფეხბურთო სანახაობა რომ ოდნავ კალათბურთს დაამსგავსა."cooling breaks" - ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება. წელს კი გულშემატკივრებში განსაკუთრებული ვნებათაღელვაც გამოიწვია, რასაც მწვრთნელებზე ვერ ვიტყვით. რადგან ამ მცირე დროს, მენტორები საკუთარი ფეხბურთელებისთვის ახალი დავალებების მისაცემად და ტაქტიკის გადასამეორებლად მშვენივრად იყენებენ.თემა სადაოა, თუმცა ალბათ მაინც, არავინ დაობს იმაზე, რომ ფეხბურთელი ჯერ ადამიანია და შემდეგ სპორტსმენი.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ე.წ. წყლის შესვენება განსაკუთრებით აქტუალურია, ტემპერატურიდან გამომდინარე. წესის მიხედვით, მსაჯს შეუძლია თითო ტაიმში დანიშნოს მოკლე შესვენება, 1-3 წუთიანი, იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა წყალი დალიონ და გადაიტვირთონ. წყალი დასჭირდათ მათაც, ვისთვისაც ჩემპიონატის მასშტაბმაც დიდი გაოცება გამოიწვია.2026 წლის მუნდიალი წინა ტურნირებისგან მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობით არ განსხვავდება. მან ფეხბურთის გეოგრაფია შეცვალა და მსოფლიოს უდიდესი ტიტული ხელმისაწვდომი იმ ქვეყნებისთვისაც გახადა, რომლებიც წარსულში ამ ოცნებას შორიდან უყურებდნენ. საფეხბურთო რუკაზე გამოჩდნენ ისეთი ქვეყნები, რომელთა სახელები მუნდიალთან თითქმის არასდროს ასოცირდებოდა. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბებიც... სრულად
პოლიტიკა • 1781776651
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მორიგი ლუსტრაციაა იმის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ გვაჩვენეს უსამართლო დამოკიდებულება. მათი პოზიციები ჩვენთვის სიახლე არ არის, მათი მხრიდან შანტაჟი გრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტირებისას განაცხადა.მისივე თქმით, „დროა, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და რეალობა აღიქვან, რომ ვერც რევოლუციის მცდელობით და ვერც არჩევნებში ჩარევის გზით „ქართული ოცნება“ ვერ დაამარცხეს“.„სამი ტელევიზიის დასანქცირებას ითხოვენ. ფაქტობრივად, პირდაპირ ამბობენ, რომ მხოლოდ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ უნდა დარჩეს. არჩევნების ჩატარებას ისევ ითხოვენ, როცა გაყალბების თაობაზე ერთი მტკიცებულება არ არსებობს. მათი პოზიციები ჩვენთვის სიახლე არ არის, მათი მხრიდან შანტაჟი გრძელდება. აქვე უთითებენ, რომ გარკვეული ჯგუფია, ვისაც შეზღუდვები არ უნდა შეეხოს. ვისაც სამოქალაქო საზოგადოებად მოიაზრებენ, ისინი კოლექტიური ლომჯარია-გიგაურები და კოლექტიური ნოდარ მელაძეები არიან. მათი ინტერესების გამტარებელი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“. მათ მხარდასაჭერად ანტისამთავრობო მიტინგებზე მინისტრებს აგზავნიდნენ, რევოლუციების დაგეგმვასა და დაფინანსებაში მონაწილეობდნენ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც მათ დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს, საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოაყენებინებენ, როგორც უკრაინა გამოიყენეს. დროა, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და რეალობა აღიქვან, რომ ვერც რევოლუციის მცდელობით და ვერც არჩევნებში ჩარევის გზით „ქართული ოცნება“ ვერ დაამარცხეს. იმედია, ევროკავშირი ასეთ გადახრილ კურსს არ გაჰყვება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სამართალი • 1781776457
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულებმა დაზარალებული მოატყუეს თითქოსდა აშენებულ და დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ ბინას ყიდდნენ. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გაუგზავნეს სხვა საცხოვრებელი ბინის სურათები და დაარწმუნეს თითქოსდა სწორედ აღნიშნულ ბინას ყიდდნენ, რეალურად კი მიყიდეს დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით - 102 850 ლარს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.




































