00:07 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

„სიმპტომები მომდევნო დღეს დამეწყო“ – ინფიცირებული ჩემპიონი სიმპტომებს აღწერს

„სიმპტომები მომდევნო დღეს დამეწყო“ – ინფიცირებული ჩემპიონი სიმპტომებს აღწერს

კაიტსერფინგში მსოფლიო ჩემპიონი  პეტრ ტიუშკევიჩი აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა. მისი თქმით, საფრანგეთიდან დაბრუნებისთანავე ანალიზები აიღო და დადებითი პასუხი მიიღო, თუმცა პირველი სიმპტომები მხოლოდ მომდევნო დღეს გაუჩნდა.

 

თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა. ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება.

 

„სიმპტომები მომდევნო დღეს დამეწყო: 1. ყელის სიმშრალის შეგრძნება; 2. ნელ-ნელა იწყება მშრალი ხველა; 3. მკერდის ზედა ნაწილში ზეწოლის შეგრძნება; 4. გვიან ღამით სიცხე 39 გრადუსამდე ავიდა და ვერავითარმა წამალმა ვერ დააგდო“ – ასე აღწერა სიმპტომები სპორტსმენმა.

 

ტუშკევიჩის თქმით, საავადმყოფოში სიცხის დამწევ საშუალებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევენ, თუ ტემპერატურა 38.5 გრადუსს გადასცდება. ამისათვის პარაცეტამოლს და იბუპროფენს იყენებენ. ყელს და ხველას გამორეცხვებით მკურნალობენ და თუ ინფექცია ფილტვებში შეაღწევს, მხოლოდ მაშინ იყენებენ ანტიბიოტიკებს.

 

რუსეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდადა 93-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X