10:35 | 2020-04-12 ავტორი: Prime Time

91 წლის თამარ სხირტლაძის მოგონება

91 წლის თამარ სხირტლაძის მოგონება

სიკეთე არ იკარგება – ამბობს 91 წლის მსახიობი თამარ სხირტლაძე და მის მეზობლად მცხოვრები ერთი მრავალშვილიანი ოჯახის ისტორია იხსენებს.

 

„ჩვენს უბანში ერთი მეეზოვე ქალი ცხოვრობდა, რომელსაც ძალიან უჭირდა. 5 მცირეწლოვანი შვილი ყავდა. ერთხელ გადავედი მათთან ოჯახში, ახალი წელი კარს იყო მომდგარი. ცოტა ნობათი გავუმზადე. საოცარი განწყობა დამხვდა. მაგიდაზე ერთი გამხმარი პური იდო, ლამპის სინათლე და გაკვამლულ ოთახში ნაზი ხმით დედა მათ ზღაპრებს უკითხავდა.

 

გაუხარდათ ჩემი მისვლა, ცოტა კამფეტები, ტკბილეული პროდუქტები დავუდე მაგიდაზე. თვალებზე სიხარულის ცრემლი ჰქონდათ მომდგარი. ამ ყველაფრის შემდეგ, სისტემატიურად დავიწყე მათთან სიარული, ზოჯერ არც მხვდებოდა დედა მათი. ძალიან შევეჩვიე და შემეჩვივნენ.

 

2 წლის შემდეგ სხვაგან მოუწიათ გადასვლა. ძალიან დამწყდა გული, რადგან თითქმის საერთოდ ვერ ვნახულობდი. გავიდა წლები და როდესაც ცუდად გავხდი. მივედი ერთ საავადმყოფოში, სადაც ექიმი ვინ დამხვდათ ვერ წარმოგიდგენიათ! ჩემი ვახო, ის ვახო , რომელიც წლების წინ ჩემს მიტანილ ნობათს სიხარულის ცრემლებით შესცქეროდა. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა ამ დროს. მე სულ ვამბობ, სიკეთე არ იკარგება” ამიტომ ხშირად აკეთე სიკეთე! დაფასდება, დამიჯერეთ.!“

 

 

წყარო: ხელოვნებაა თვით უკვდავება

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X