fbpx
17:36 | 2020-10-25 ავტორი: Prime Time

9 თვის ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირდა – ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები ჯანმრთელები არიან

9 თვის ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირდა – ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები ჯანმრთელები არიან
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 9 თვის ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირდა. ვისგან გადაედო ბავშვს ვირუსი ეპიდემიოლოგებისთვის თავსატეხად იქცა, რადგან ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები ჯანმრთელები არიან.
ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„9 თვის ბავშვია ინფიცირებული, მშობლებს და ოჯახის წევრებს ვირუსი არ ჰქონიათ, ძალიან საყურადღებო შემთხვევაა და იშვიათი, თუმცა უკვე ისეთ ფაზაში ვართ, ვეღარ განსაზღვრავ ინფიცირების წყაროს. კონტაქტები მოკვლეულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.“- გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში 24 საათში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X