17:56 | 2020-03-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

9 დღის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია – ლევან რატიანი

9 დღის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ორი კრიტიკული პაციენტია.

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინფიცირებული პაციენტების მდგომაროება არ გაზრდილა.

 

„ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების მდგომაროება არ გაზრდილა. რაც შეეხება 62 წლის პაციენტს, იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და ისიც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

 

ლევან რატიანმა, 9 დღის ახალშობილზეც ისაუბრა, რომელიც მარნეულიდან გადმოიყვანეს.

 

„რაც შეეხება 9 დღის ჩვილს, მისი მდგომარეობაც არ შეცვლილა და კვლავ კრიტიკული რჩება. ახალშობილის ტესტის პასუხები მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ახალშობილის დედას ვირუსი ჯერ არ დადასტურებია“,- აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.

 

 

დღეს საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან 9 დღის ჩვილი გადმოიყვანეს. 

 

ასევე, დაგაინტერესებთ: 

 

მარნეულელი ქალის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ფასდება ძალიან მძიმედ – თერაპევტი

 

თავდაცვის ძალები საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს

 

ახალი სამი პაციენტი თვითიზოლაციაში იყო, როცა კორონავირუსი დაუდგინეს

 

ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს! – საქართველოში უკვე 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X