13:21 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

87 წლის ელდარ შენგელაიამ ახალი ფილმი გადაიღო – ვინ ასრულებს მთავარ როლებს

87 წლის ელდარ შენგელაიამ ახალი ფილმი გადაიღო – ვინ ასრულებს მთავარ როლებს

26 იანვარს ელდარ შენგელაია 87 წლის გახდა. იუბილარმა რეჟისორმა ქართველ მაყურებელს აქეთ გაუკეთა საჩუქარი და სულ მალე მის ახალ ფილმს ვიხილავთ. რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით დაწერილ სცენარზე ამირან დოლიძესთან ერთად იმუშავა. შენგელაიამ ფილმს მოთხრობის სახელწოდება – „ჭა“ დაუტოვა.

 

მაესტრო საყვარელ კომედიის ჟანრს არ ღალატობს – აბსურდულ კომედიას, ფართო სატელევიზიო პრემიერამდე, რეჟისორის ვიწრო გარემოცვა დახურულ ჩვენებაზე ნახავს.

 

ელდარის ახალი ფილმის (ისევე როგორც ფილმ „სავარძლის“) პროდიუსერი მისი მეუღლე, ნელი შენგელაიაა. როგორც პროდიუსერი „პაიმტაიმთან“ აცხადებს, ფილმის პრემიერა გაზაფხულზე, „პირველ არხზე“ შედგება.

 

„ეს არის ფილმი, როგორსაც ელდარი ყოველთვის იღებს. ასაკი ასაკია, მაგრამ „ჭა“ მისი ხელწერის ფილმია. გადაღებები თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე მიმდინარეობდა. 20 წუთიანი ფილმია და როლებში იხილავთ – ნინელი ჭანკვეტაძეს, გია გურგულიას, პაატა მოისწრაფიშვილს, ვასიკო ოდიშვილს, ზვიად მაღალაშვილს, ნანული სარაჯიშვილს…“ – გვიმხელს ნელი შენგელაია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები