13:27 | 2020-04-01 ავტორი: თეონა ყაჭიური

80 წლის პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია – ლევან რატიანი

80 წლის პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია – ლევან რატიანი

საუნივერსიტეტო კლინიკაში 80 წლის პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ექიმები დინამიკის გაუმჯობესებას ელოდებიან.

 

„80 წლის პაციენტი, რომელიც მაღალი ლეტალობის ინდექსს მიეკუთვნებოდა, ამ ეტაპზე  მისი მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის შედეგად მკვეთრად დადებითია და ველოდებით დინამიკის გაუმჯობესებას“,- განაცხდა ლევან რატიანმა.

 

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა და დღეს კლინიკიდან გაეწერება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები