fbpx
10:12 | 2020-10-29 ავტორი: Prime Time

8 ცვლილება, რომელიც თბილისში ტრანსპორტის მიმართულებით ეტაპობრივად ამოქმედდა

8 ცვლილება, რომელიც თბილისში ტრანსპორტის მიმართულებით ეტაპობრივად ამოქმედდა

თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, 24 ოქტომბრიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა.

 

დაიწყო ახალი ქსელის იმპლემენტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 ოქტომბრიდან:

 

  • ქალაქში გაჩნდება ათიდან, ერთი სწრაფი დერეფანი, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას. დერეფანში იმოძრავებს 12- მეტრიანი და მომავალი წლიდან 18- მეტრიანი ავტობუსები;

 

  • ამოქმედდება სრულიად ახალი, მისი მკვებავი, საუბნო მნიშვნელობის ხაზები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრტუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მარშტურებში მოძრაობს 6-მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები, რომელიც მერიამ უკვე შემოიყვანა და 300 ერთეული თვის ბოლოდან დაიწყებს მოძრაობას;

 

  • ამ მარშუტებზე ანუ ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპორტო ბარათით იქნება შესაძლებელი;

 

  • მიკროავტობუსებში აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მკაცრად გაკონტროლდება;

 

  • შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რაც ახდენს “მგზავრზე ნადირობის” პრევენციას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას;

 

  • ამ რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და დედაქალაქში ნაცვლად 3 000 მიკროავტობუსისა, იმოძრავებს 1200-1500-მდე ერთეული. შედეგად, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით;

 

  • მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთი იქნება;

 

  • თბილისს 24 ოქტომბრიდან 126 ახალი ავტობუსი ემსახურება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X