19:26 | 2020-04-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

72 წლის ვარ და საქართველოში ასეთი სოლიდარობა არ მინახავს – თენგიზ ცერცვაძე

72 წლის ვარ და საქართველოში ასეთი სოლიდარობა არ მინახავს – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიას საქართველო არნახული სოლიდარობით ებრძვის.

 

ცერცვაძის თქმით, ეპიდემიის დასრულების შემდეგ ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა მოუწევს.

 

“საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით და შემდეგ მოგვიწევს სოლიდარობა და ერთად დგომა. ისე მიხარია თქვენ რომ გხედავთ ერთად, მათ შორის დაპირისპირებულ ტელევიზიებს, ოპოზიციურ ტელევიზიებს.

 

მე ვთანამშრომლობ აბსოლუტურად ყველასთან და არ მიგრძვნია არაკეთილგანწყობა არავისგან. ამ განწყობას თუ ჩვენ შევინარჩუნებთ, როცა ეპიდემია დამთავრდება და გამოსვლა მოგვიწევს ეკონომიკური კრიზისიდან, კარგი იქნება.

 

ეკონომიკური კრიზისი რომ იქნება, რათ უნდა ლაპარაკი. მაგრამ მე ისეთ აღმაფრენას ვხედავ თქვენში, ადამიანებში, მასმედიაში, ქართულ საზოგადოებაში…

 

ასეთი სოლიდარობა, 72 წლისა ვარ და ჯერ საქართველოში არ მინახავს. მე მინდა, შევინარჩუნოთ ეს სოლიდარობა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები