fbpx
16:56 | 2020-05-04 ავტორი: თეონა ყაჭიური

70 წელს გადაცილებულებისთვის სხვა წესები მოქმედებს – როგორ შეძლებენ ისინი სერვისის მიღებას

70 წელს გადაცილებულებისთვის სხვა წესები მოქმედებს – როგორ შეძლებენ ისინი სერვისის მიღებას

ხვალიდან იუსტიციის სახლები გარკვეული შეზღუდვების დაცვით იხსნება.

 

იუსტიციის სამინისტრო განამრტებით, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის.

 

ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია.  ისინი მთელ რიგი სერვისებზე განაცხადის გაკეთებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

 

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მათთვის მომსახურება უფასო იქნება, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.

 

„ისინი მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას, მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

 

ეს არის ისეთი მოთხოვნადი სერვისები, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა.

 

ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს, 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.

 

აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.

 

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.

 

ახალი მოდელით არ გაიხსნება მხოლოდ საკარანტინო ზონაში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები.

 

ეს ფილიალებია: ბოლნისის და მარნეულის იუსტიციის სახლები, ასევე, კოდის, მანგლისის, თეთრიწყაროს, კაზრეთის, სადახლოს და კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრები“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე შეზღუდვა დაასახელა, რომელიც შესაძლოა, ამ კვირაში მოიხსნას.

 

განცხადებები, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით გაკეთდა: 

 

ავტოსარემონტო კომპანიებს მუშაობის უფლება ეძლევა

 

რამდენიმე ქალაქში შეზღუდვები იხსნება – გახარია

 

5 მაისიდან სამშენებლო ბიზნესი აღდგება

 

ასევე, ხვალიდან იუსტიციის სახლები გარკვეული შეზღუდვებით იხსნება.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართველოში კორონავირუსის 593 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

ჯამში, კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-ია

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

ავტორი: თეონა ყაჭიური
X