fbpx
21:32 | 2020-05-13 ავტორი: Prime Time

7 თვის ორსული ავარიაში მოვხვდი… ძლიერი სისხლდენა მქონდა – ექიმს, რომელმაც ურთულესი ოპერაცია ჩაატარა, სხვა პაციენტები იხსენებენ

7 თვის ორსული ავარიაში მოვხვდი… ძლიერი სისხლდენა მქონდა – ექიმს, რომელმაც ურთულესი ოპერაცია ჩაატარა, სხვა პაციენტები იხსენებენ

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ ურთულესი და იშვიათი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია ჩატარდა.

 

29 წლის ქალბატონს ერთდროულად რამდენიმე გართულება აღენიშნებოდა, ჰქონდა პლაცენტის წინამდებარეობა. მსგავსი სირთულის ოპერაციები სხვადასხვა პროფილის ექიმების ჩართულობით ტარდება, „მედინაში“ მრავალროფილურ გუნდს მეან-გინეკოლოგი ჯუბერ უნგიაძე ხელმძღვანელობდა.

 

ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ორსულობის 34-ე კვირას საკეისრო კვეთის შედეგად 29 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა.

 

დედაც და ახლშობილებიც თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებენ. სტატისტიკის მიხედვით ასეთი დიაგნოზის დროს დედის სიკვდილობის მაჩვენებელი მაღალია.

 

მეან გინეკოლოგისთვის ოპერაციის დროს გართულებული შემთხვევები პირველი არ ყოფილა.

 

წლების განმავლობაში ექიმ ჯუმბერ უნგიაძეს სირთულეებთან პირისპირ შეხვედრა არაერთხელ ჰქონდა.

 

პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება წამებში მიუღია.

 

თუმცა, ექიმი პაციენტის და ნაყოფის გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებდა. მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული წამი რომელიც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარს ავლებს.

 

აღნიშნულ წარმატებას სოიალურ ქსელში ბევრი გამოხმურება მოჰყვა, დაიწერა კომენტარები ექიმის მისამართით, მათ შორის წერდნენ ის პაციენტებიც, რომლებსაც გინეკოლოგმა რამდენიმე წლის წინ არანაკლებ რთული ოპერაციები გაუკეთა, რომლებიც ახალი შემთხვევის მსგავსად, წარმატებით დასრულდა.

 

„პრაიმტაიმი“ რამდენიმე პაციენტს დაუკავშირდა და მათი ისტორიებით დაინტერესდა.

 

ინგა, 55 წლის, ბათუმი: „მესამე შვილი ასაკში გავაჩინე, თუმცა 9 თვის განმავლობაში ურთულესი ორსულობა მქონდა, აღმენიშნებოდა ფიბრომული წარმონაქმნები, გარდა ამისა ნაყოფს ფეხი არასწორად ჰქონდა მუცელში, ყველას ეგონა ტრავმირებული დაიბადებოდა, მართლაც რომ სასწაული მოახდინა ჯუმბერ ექიმმა, მე ყოველთვის მჯეროდა მისი.

 

ჩემი გოგო ახლა 13 წლისაა, ჯანმრთელი და საღ-სალამათი დაიბადა, ყველაფერი ღვთის დამსახურებაა რომელმაც ანგელოზად ჯუმბერ უნგიაძე მომივლინა“

 

ნათია 32 წლის, თბილისი: „ბათუმში ვისვენებდით 7 თვის ორსული ვიყავი გართულებების გარეშე, არანაირი პრობლემა არ მქონია, ავტოსაგზაო შემთხვევა გვქონდა, მადლობა ღმერთს ყველა გადავრჩით.
თუმცა ავარიის შედეგად ძლიერი სისხლდენა მქონდა, მუცელი საშინლად მტკიოდა. გონება დავკარგე სანამ სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფმა კლინიკამდე მიმიყვანა.

 

როდესაც გავიღვიძე შვილი ვიკითხე, სიმართლე გითხრათ ცუდი მოლოდინი მქონდა.

 

რომ არა ჯუმბერ უნგიაძე და მის მიერ წამებში მიღებული გადაწყვეტილება, მე და ჩემი ბიჭი ცოცხლები აღარ ვიქნებოდით.

 

დაგვიანებული 1 წამით თურმე ორი სიცოცხლის დაკარგვა იოლია, ხოლო ექიმის ხელები და მისი გონება რამდენ ადამიანს არჩენს და სიკვდილისგან გიხსნის“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X