20:27 | 2020-05-22 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

7 სახის შეზღუდვა, რომლებიც 23 მაისიდან ძალაში მაინც რჩება

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ის შეზღუდვები დაასახელა, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ იმოქმედებს.

 

„ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა უქმდება და ეს იმოქმედებს მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.

 

23 მაისის შემდეგ, ასევე ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება, ასევე სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა.

 

ტანსაცმელითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზღუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა.

 

​ასევე, შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ.

 

შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.

 

აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

 

აქვე დავძენ, რომ სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.

 

ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

 

ყველა ამ შეზღუდვის ეტაპობრივად მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც იქნება ქვეყანაში კონკრეტული მომენტისათვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

შეზღუდვა იხსნება - ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ჯდომა დასაშვები ხდება
2020-05-22შეზღუდვა იხსნება - ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ჯდომა დასაშვები ხდება

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენატარი - +

X