fbpx
17:36 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

6 თვეში საქართველოში თვითმკვლელობა 32-მა არასრულწლოვანმა სცადა, 5-მა კი თავი მოიკლა

6 თვეში საქართველოში თვითმკვლელობა 32-მა არასრულწლოვანმა სცადა, 5-მა კი თავი მოიკლა

სუიციდის და სუიციდის მცდელობის საგანგაშო სტატისტიკა არასრულწლოვნებში…

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 5-მა არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 32-მა კი თვითმკვლელობა სცადა.

 

Video: „მაინც შევხვდებით ერთმანეთს“ - ასე შეიყვანეს სასამართლოში მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალებაშია ბრალდებული
2020-08-26Video: „მაინც შევხვდებით ერთმანეთს“ - ასე შეიყვანეს სასამართლოში მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალებაშია ბრალდებული

 

ეს ციფრები მოიცავს მხოლოდ არასრულწლოვნებს და აქ არ მოიაზრება 18 წლის და 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, რომელთა თვითმკვლელობის მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია.

 

იმ 32 არასრულწლოვანს შორის, რომლებმაც მიმდინარე წლის 6 თვის პერიოდში, თვითმკვლელობა სცადეს 26 გოგო და 6 ბიჭია. ამავე პერიოდში სიცოცხლე თვითმკვლელობით 18 წლამდე ასაკის 3-მა ბიჭმა და 2-მა გოგომ დაასრულა.

 

არასრულწლოვნებში სუიციდის მცდელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, კახეთში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ფიქსირდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X