fbpx
19:55 | 2020-05-25 ავტორი: Prime Time

6 თვეა საქართველოშია… ჩვენს კორტებზე ვარჯიშობს – რას ჰყვებიან ბასილაშვილის გერმანელ საცოლეზე

6 თვეა საქართველოშია… ჩვენს კორტებზე ვარჯიშობს – რას ჰყვებიან ბასილაშვილის გერმანელ საცოლეზე

ცნობილი ჩოგბურთელის გარშემო გუშინ აგორებული სკანდალის გარშემო ათასი მითქმა-მოთქმა ატყდა. ზოგმა ოფიციალურადაც კი განაცხადა, რომ ბასილაშვილს ცოლი პირადი საიდუმლოს შენახვის გამო ყოველთვიურად დიდძალ ფულს სძალავდა. 

ქმარს პირადი საიდუმლოს შენახვისთვის თვეში 100 ათას ლარს სძალავდა - თამარ ივერი ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება
2020-05-25ქმარს პირადი საიდუმლოს შენახვისთვის თვეში 100 ათას ლარს სძალავდა - თამარ ივერი ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება

 

ასეთი განცხადებების შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს სულ სხვა მიმართულებით გაუჩნდათ ეჭვები, თუმცა ამ ნაწილს ბურთი ჩასჩარა გერმანელი ლამაზმანის, შარლოტა ჰელენის გამოჩენამ, რომლის შესახებაც „პრაიმტაიმმა“ მკითხველს უკვე უამბო.

 

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა გერმანელი ჩოგბურთელი გუშინ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზეც იყო და მის სახლთან ჩასაფრებულ ჟურნალისტებსაც შეუნიშნავთ, მაგრამ მაშინ არავინ იცოდა, რომ ის და ნიკოლოზი უკვე 6 თვეა ერთად არიან და ის ბასილაშვილების ოჯახშიც მიღებული სარძლოა.

 

რა იციან ნიკოლოზის კოლეგებმა შარლოტა ჰელენის შესახებ. ამასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანს, დავით კვერნაძეს ესაუბრა: 

Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე
2020-05-25Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე

 

– ამბობენ, რომ ნიკას და ნეკას განქორწინების მიზეზი გერმანელი ქალბატონი შარლოტა ჰელენი იყო…

 

არა… გერმანელი ქალბატონი მათი განქორწინების შემდეგ გამოჩნდა და არა მანამდე. როგორც ვიცი, ეს გოგონა ამ ეტაპზე, მასთან ერთად არის. ნამდვილად ვიცი, რადგან მანამდე, ჩვენ ერთად ვმოგზაურობდით და მსგავსი ადამიანი ნიკას გვერდით მე არ მინახავს. არ არის გამორიცხული, რომ რადგან ახლა არსებობს, შეიძლება თქვან, მანამდეც არსებობდაო.

 

– რამდენი ხანია რაც შარლოტა გამოჩნდა?

 

ეს გოგონა ექვსი თვის წინ გავიცანი. 6 თვეა საქართველოშია… ჩვენს კორტებზე ვარჯიშობს… მისი არსებობის შესახებ, მანადე არაფერი მსმენია. ნიკუშა და ნეკა კი, დიდი ხანია განქორწინებულები არიან. ზუსტად არ ვიცი, ოფიციალურად როდის გაეყარნენ, მაგრამ ერთად, დიდი ხანია არ ცხოვრობენ.

 

– ნიკოლოზის შეყვარებულია შარლოტა?

 

როგორც ჩანს, ალბათ ასეა. ჰელენი რამდენჯერმე მყავს ნანახი. ფაქტია, მასაც უყვარს. აბა, გერმანიიდან ტყუილად არ ჩამოვიდოდა!

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X